Friday, June 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველო, საზოგადოება, მმართველი გუნდი მზად უნდა იყოს დიფ სთეითის მორიგი დარტყმისთვის”- ზაზა შათირიშვილი

June 12, 2026
“საქართველო, საზოგადოება, მმართველი გუნდი მზად უნდა იყოს დიფ სთეითის მორიგი დარტყმისთვის”- ზაზა შათირიშვილი

თუკი, საბოლოოდ, ჯო უილსონის კანონპროექტი ძალაში შევა, ცხადი გახდება, რომ კონგრესი და ადმინისტრაცია არა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, არამედ უნისონში, “დიფ სთეითის” დავალებით მოქმედებენ, – ამის შესახებ ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რაც მთავარია, ცხადი გახდება, რომ ახალი ადმინისტრაციაც და კონგრესიც “დიფ სთეითისგან” იმართება, ხოლო დონალდ ტრამპი “დიფ სთეითის” ისეთივე მარიონეტია, როგორც მაკრონი, ან მერცი.

მისივე თქმით, საქართველო, საზოგადოება და მმართველი გუნდი მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, მათ შორის “დიფ სთეითის” მორიგი დარტყმისთვის, რასაც მომზადებულები და ინფორმირებულები უნდა შევხვდეთ.

“ჯო უილსონი კომიკური ფიგურაა, ამას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობაც კარგად ხვდება, თუმცა არაფერია სასაცილო იმაში, რომ კონგრესში ჯო უილსონის გამოსვლა და ოპოზიციური ალიანსის, უფრო სწორად ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ბრიფინგის შინაარსი და ქვეტექსტი ლამის ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთს.

როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის – “ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის” მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თქმა უნდა, ჩინეთის “მავნე გავლენებისგან” დაცვა ყოფილა.

შესაძლოა რიგითმა ჯო უილსონმა არ იცოდეს, რომ საქართველოში ირანის პოლიტიკურ, გნებავთ – ეკონომიკურ გავლენაზე საუბარი სასაცილოა და ამაზე კონკრეტული ფაქტები და რიცხვებიც მოწმობს; რუსეთთან ურთიერთობაზე რა უნდა ვთქვათ – შესაძლოა რიგით უილსონებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებაც არ სმენიათ, მაგრამ ცხადია, ირანი და რუსეთი მხოლოდ შლეიფად გაჰყვება მთავარ საკითხს – საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, უმაღლეს დონეზე გახშირებულ კონტაქტებს და იმ ბენეფიტებს, რასაც საქართველო ამ პარტნიორობიდან იღებს.

შესაბამისად, როდესაც ჯო, გიგი, გიგა და ზურა სხვადასხვა სიტყვით – ერთსა და იმავეზე საუბრობენ და იდენტურ აქცენტებს სვამენ, აშკარაა, რომ ეს პროცესი მათი პატრონების მხრიდანაა კოორდინირებული.

აშკარაა ისიც, თუ რატომ კეთდება ამხელა აქცენტი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე – არა იმიტომ, რომ ამ სტრატეგიული პარტნიორობით ამერიკასთან ჩინეთის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის და ეკონომიკური კეთილდღეობის ხარისხი არ გაიზარდოს, რამეთუ დაქცეულის ქვეყნის მართვა უფრო მარტივია.

სწორედ ესაა საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და სუვერენულობაზე გარედან, თუ შიგნიდან წამოწყებული ამ კოორდინირებული შეტევის რეალური მიზანი.

არაერთი ასეთი შეტევა უკვე გვინახავს და ალბათ მომავალშიც მრავლად ვნახავთ მანამ, სანამ საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს მტკიცედ და ურყევად დაიცავს, მაგრამ ამ კონტექსტში ახლა სულ სხვა რამაა საინტერესო, კონკრეტულად ის, თუ სადამდე მივა ეს პროცესი, რადგან ამ პროცესის დასასრული არაერთ, აქამდე – პასუხგაუცემელ კითხვას უპასუხებს.

თუკი, საბოლოოდ, ჯო უილსონის კანონპროექტი ძალაში შევა, ცხადი გახდება, თუ რის გამო ითრევს ფეხს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და რატომ არ ალაგებს ურთიერთობას საქართველოსთან;

ცხადი გახდება ისიც, რომ საქართველოსთან მიმართებაში თავადაც იმ პოლიტიკას ატარებენ, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციას მიაწერდნენ;

ცხადი გახდება, რომ კონგრესი და ადმინისტრაცია არა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, არამედ უნისონში, “დიფ სთეითის” დავალებით მოქმედებენ;

რაც მთავარია, ცხადი გახდება, რომ ახალი ადმინისტრაციაც და კონგრესიც “დიფ სთეითისგან” იმართება, ხოლო დონალდ ტრამპი “დიფ სთეითის” ისეთივე მარიონეტია, როგორც მაკრონი, ან მერცი.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი პროცესები ამგვარად წარიმართა, ეს იქნება ყველაზე აშკარა მტკიცებულება იმისა, რასაც უკვე კარგა ხანია ფაქტებითა და მაგალითებით ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და ის და მისი ადმინისტრაციაც ისევე ემსახურებიან “დიფ სთეითს”, როგორც მისი წინამორბედი.

ასე, რომ კომიკური ჯო უილსონის კანონპროექტის მომავალი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია ამ ყველაფრისა. ამიტომაც, საქართველო, საზოგადოება და მმართველი გუნდი მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, მათ შორის “დიფ სთეითის” მორიგი დარტყმისთვის, რასაც მომზადებულები და ინფორმირებულები უნდა შევხვდეთ.

პ.ს. თუკი მოვლენები ამ სამწუხარო მიმართულებით განვითარდა, გამორიცხული არაა, რომ კონგრესი ევროპარლამენტის როლში ვიხილოთ და მაგალითად, საქართველოს “ბომბეიდან – ლონდონამდე გვირაბის გაყვანისთვის”, ანუ ირანის ინტერესების გატარებისთვის დაუწესონ სანქციები, – წერს შათირიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Georgian Airways ბათუმის მიმართულებით ფრენებს შეასრულებს – ცნობილია ბილეთის ფასი
  • ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს
  • 88 წლის ასაკში ბრიტანელი მხატვარი დევიდ ჰოკნი გარდაიცვალა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge