Friday, June 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტს აინიცირებს

June 12, 2026
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტს აინიცირებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის” პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტს აინიცირებს, – ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ინიცირებული კანონპროექტის მიზანია 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს კვოს სრული აღდგენა და დაწესებული ბარიერების აღმოფხვრა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პროტესტის უფლების ეფექტიანი დაცვა.

ფარულავა აღნიშნავს, რომ დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი წინაპირობაა, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად შეკრების, გაერთიანების, მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული, განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება.

“2024 წლის არჩევნების შემდეგ, „ოცნებამ“ არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო, მათ შორის, ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, რაც წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას გამოხატვის ფუნდამენტური უფლების განხორციელებაში. ხელისუფლების მიერ მიღებული დრაკონული კანონები არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული აგრესიული ნაბიჯი, რომლის ერთადერთი მიზანი განსხვავებული აზრის დევნაა. “ოცნება” ძალაუფლების შესანარჩუნებლად კანონებს ამკაცრებს სწორედ მაშინ, როცა მის მიმართ პროტესტი და განსხვავებული აზრი ყველაზე აქტიურია. ამით ისინი თავადვე ადასტურებენ, რომ დრაკონული ცვლილებების მიზეზი მათი პირადი ინტერესები და საკუთარი ძალაუფლების დაცვა იყო და სწორედ ამ პოლიტიკური ინტერესით შეზღუდეს ფუნდამენტური უფლებები. დღეს ადამიანებს ტროტუარზე დგომისა და განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო ციხეში უშვებენ. არსებული საკანონმდებლო ცვლილებებით დადგენილი სასჯელი არაპროპორციულია და არსებითად შეზღუდა კონსტიტუციური უფლების – შეკრების თავისუფლების და თავისუფალი გამოხატვის განხორციელება. დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი წინაპირობაა, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად შეკრების, გაერთიანების, მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული, განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებებით. ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია: 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუსი კვოს სრული აღდგენა და დაწესებული ბარიერების აღმოფხვრა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პროტესტის უფლების ეფექტიანი დაცვა. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ 2024 წლის სამართლებრივი მდგომარეობა იდეალურია, მაგრამ ამ სტატუს კვოსთან დაბრუნებით აღდგება კონსტიტუციური ბალანსი, რაც ახლანდელი მდგომარეობით ცალსახად დარღვეულია. ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველყოფის გარეშე ასევე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დაცვა და საგარეო ამოცანების მიღწევა. კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვა ნებისმიერი არაპროპორციული ჩარევისგან არის როგორც დემოკრატიის აუცილებელი საფუძველი – ასევე საზოგადოების თვითრეგულირების და ავტონომიურობის განუყოფელი ნაწილი. უფლებააყრილი საზოგადოება უკვე ვეღარ ემსახურება მის წევრთა საუკეთესო ინტერესებს და ზოგადად გადარჩენის იმუნიტეტს კარგავს. მოვუწოდებთ “ოცნებას”: შეწყვიტონ საზოგადოებაზე გაუმართლებელი თავდასხმა და მხარი დაუჭირონ ბოლო 2 წლის მანძილზე გამკაცრებული დრაკონული კანონების შესაცვლელად ჩვენს მიერ წარმოდგენილ ინიციატივას 2024 წლის სამართლებრივი სტატუს კვოს აღდგენაზე!” – განაცხადა ფარულავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Georgian Airways ბათუმის მიმართულებით ფრენებს შეასრულებს – ცნობილია ბილეთის ფასი
  • ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს
  • 88 წლის ასაკში ბრიტანელი მხატვარი დევიდ ჰოკნი გარდაიცვალა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge