უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საზოგადოებასთან ღიად არის საჭირო საუბარი ტოლერანტობასა და ლგბტ თემზე, რადგან ყველას თანაბარი უფლებები აქვს.
ვეტერანმა, მარიუპოლის მცველმა ალექსანდრ დემენკომ პრეზიდენტს ჰკითხა, არის თუ არა ახლა უკრაინაში საჭირო კულტურული პროდუქტები ლგბტ თემის ნორმალიზებისთვის, ასევე მოსახლეობაში ტოლერანტობისა და ინკლუზიის დონის ასამაღლებლად.
„მიმაჩნია, რომ საზოგადოებასთან ყველაფერზე ღიად უნდა ვისაუბროთ და ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ჩვენ ყველანი აქ ვართ, ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს, ჩვენ თანასწორნი ვართ და გვაქვს თანაბარი უფლებები, მიუხედავად იმ ადამიანების ყოველგვარი ცრურწმენისა, რომლებიც მომიტევეთ და მე-15 საუკუნეში ჩარჩნენ“, – უპასუხა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ცალკე აღნიშნა, რომ ტოლერანტობასა და ლგბტ თემზე ღიად საუბარი საჭიროა არა მხოლოდ ახალგაზრდა, არამედ უფროს თაობასთანაც.
