ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ primetime ავრცელებს. თვითიზოლაციის მიზეზი, სავარაუდოდ, იტალიიდან ჩამოსულ ჯგუფთან კონტაქტი გახდა. ამ ჯგუფიდან ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც ექიმი გახლავთ, კორონავირუსი დაუდგინდა.
ნიკოლოზ გამყრელიძის თვითიზოლაციის შესახებ ინფორმაციას ამირან გამყრელიძეც ადასტურებს.