Thursday, June 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სსკ-ის 129-ე მუხლის მიხედვით დანაშაულია სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა” – ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე საზმაუს ეთერში მომხდარზე

June 11, 2026
“სსკ-ის 129-ე მუხლის მიხედვით დანაშაულია სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა” – ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე საზმაუს ეთერში მომხდარზე

სსკ-ის 129-ე მუხლის მიხედვით დანაშაულია სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა – ამის შესახებ ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე აცხადებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომხდარს ეხმაურება.

“სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით დანაშაულია სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შესახებ სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის შეუტყობინებლობა (იხ. მუხლი 129. დაუხმარებლობა).
მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის დასრულების შემდეგ გავრცელებულ ვიდეოებში ვითარება სრულად არ ჩანს და ბავშვის დახმარების ფაქტი შესაძლოა მართლაც არსებობდეს, ეს არ გამორიცხავს იმ მოქალაქეობრივ და მორალურ პასუხისმგებლობას, რომელიც მსგავს სიტუაციებში თითოეულ პირს მყისიერად ეკისრება.
სამწუხაროა, რომ ადგილზე მყოფმა სრულწლოვანმა პირებმა არა მხოლოდ პასუხისმგებლობის განცდა, არამედ ელემენტარული ადამიანური ემპათია და თანაგრძნობა ვერ გამოავლინეს.
იურიდიული ნიუანსებისა და ყოველგვარი კაზუისტიკური მსჯელობის მიღმა, მინდა ყველამ გავაცნობიეროთ, რომ მსგავს ვითარებაში ერთმანეთზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რომლის გარეშეც ფაქტობრივად დავკარგავთ ადამიანურ სახეს.
კანონი ვერასდროს დაგვავალდებულებს ვიყოთ ადამიანები, მაგრამ ადამიანობა ყოველთვის გვავალდებულებს, რომ არ ვიყოთ გულგრილები, განსაკუთრებით პატარებისა და ბავშვების მიმართ” – წერს ლაშა ცუცქირიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მთავარი საკითხის ნაცვლად ყურადღების გადატანის მცდელობაც დაიწყო, იყო ზარები ანკას დედასთან…” – არასრულწლოვანი ბავშვის ბებია საზმაუს ეთერში მომხდარზე
  • Wizz Air-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge