Thursday, June 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

June 11, 2026
“უამრავ მორწმუნეს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის…ოკუპირებული იყო სამების ტაძარი ბიძინას და მისი პირადი გარემოცვის მიერ” – ნიკა გვარამია

მე არ ვიცი სად და რა დაიწვა, თუმცა ეგეც რომ მომხდარიყო, რა კავშირში ვართ იქ მყოფი ადამიანები, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნიკა გვარამიამ, სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებულების წინააღმდეგ პარლამენტის დაზიანებასთან კავშირის დამადასტურებელი ფაქტი არ არის საქმეში წარმოდგენილი.

„მე არ ვიცი სად და რა დაიწვა, თუმცა ეგეც რომ მომხდარიყო, რა კავშირში ვართ იქ მყოფი ადამიანები იმასთან თუ რა მოხდა, სადღაც დაზიანებების კუთხით. არც არავინ გვადანაშაულებს, ფაქტებს არავინ გვაძლევს ამ კავშირის შესახებ, რომ თავი მაინც დავიცვათ და ვიცოდეთ რაში ვმონაწილეობდით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ასევე, ნიკა გვარამია გამოეხმაურა იმას, რომ ივნისში, აღნიშნული საქმის განხილვა თვის ბოლოს იყო ჩანიშნული, თუმცა პროკურატურის მიმართვის შემდეგ სასამართლო სხდომამ 11 ივნისს გადმოიწია.

„რეპრესიების ნორმალიზებასთან დაკავშირებით სწორი განცხადებები აქვს „ქართულ ოცნებას“, ამ ქვეყანაში რეპრესია ერთადერთი სტაბილური და ნორმალური რამ არის, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ყველა პატრიოტის წინააღმდეგ.

რაც შეეხება მოწმეების დაკითხვას, მოწმეები პოლიციელები არიან და სად მიდიოდნენ ეს პოლიციელები? 24 რიცხვამდე გარბოდნენ აქედან? ისე კი გარბიან პოლიციელები ქვეყნიდან და ემიგრაციაში მიდიან და მათ გასაგონად ვიტყვი, რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება მათი მთელი ხელფასები, ვალების დასაფარად არ წავა, პირობას ვაძლევ ყველა ღირსეულ პოლიციელს, რომ არ იფიქროს თვიდან-თვემდე ვალების დაფარვაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სსკ-ის 129-ე მუხლის მიხედვით დანაშაულია სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა” – ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე საზმაუს ეთერში მომხდარზე
  • საქართველოს პირველი არხი ეთერში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ლიდერების საქმეზე სხდომები კვირაში 2-ჯერ ჩაინიშნა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge