Thursday, June 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგების არანაირი სურვილი არ არსებობს, არსებობს ერთადერთი სურვილი, რომ რამენაირად ვიღაცას ხელი ჩამოართვან და მხარდამჭერებს ანახონ, ვითომ დალაგდნენ” – ზურაბ ჯაფარიძე

June 11, 2026
“სინამდვილეში, გვასამართლებენ იმის გამო, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა” – ზურაბ ჯაფარიძე

პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგების არანაირი სურვილი არ არსებობს, არსებობს ერთადერთი სურვილი, რომ რამენაირად ვიღაცას ხელი ჩამოართვან, ფოტო გადაიღონ, ვიდეო გააკეთონ, რომ მერე საკუთარ მხარდამჭერებს ანახონ, რომ ვითომ დალაგდნენ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე პროცესია ჩანიშნული.

როგორც მან აღნიშნა, არ აქვს ინფორმაცია, მათი პროცესი 24 ივნისიდან 11 ივნისს რატომ გადმოწიეს.

„ეს პროცესი უნდა ყოფილიყო 24 ივნისს. რატომ გადმოწიეს 11 ივნისს, არ ვიცი. გუშინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ, 11 ივნისს გადაწყდა. შეიძლება დაკავშირებული იყოს ამერიკელებთან, შეიძლება დაკავშირებული იყოს ევროპის უვიზოსთან, იმიტომ, რომ დღეს არის შეხვედრა ტექნიკურ დონეზე, სადაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილება. კიდევ არის რაღაც საკითხები, რომელთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ამაზე ცალსახად საუბარი იქნება სპეკულაცია.

პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგების არანაირი სურვილი არ არსებობს, არსებობს ერთადერთი სურვილი, რომ რამენაირად ვიღაცას ხელი ჩამოართვან, ფოტო გადაიღონ, ვიდეო გააკეთონ, რომ მერე საკუთარ მხარდამჭერებს ანახონ, რომ ვითომ დალაგდნენ. არანაირი დალაგების სურვილი არ არსებობს. ვერ დალაგდებიან, ხომ ცხადად ასჯერ აუხსნეს უკვე. ამ ქვეყანაში ამერიკის შემთხვევაში არსებობს კონკრეტული გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები, ამ ეკონომიკური ინტერესების გატარებას სჭირდება, რომ ამ ქვეყანაში შემოვიდნენ ამერიკული კომპანიები. ამერიკული კომპანიების ამ ქვეყანაში შემოსვლას სჭირდება, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს კანონის უზენაესობა, არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლო და არსებობდეს სტაბილურობა. ამას სჭირდება ზუსტად ის, რაც ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში იყოს – დემოკრატია, იყოს არჩევნები, იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა და იყოს კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო. ერთი და იგივე ინტერესები გვაქვს ჩვენ და ამერიკას“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, მან ოპოზიციური ალიანსში არსებულ იმ დაპირისპირებაზეც ისაუბრა, რის შესახებაც მედიაში ინფორმაცია ვრცელდება. ჯაფარიძის თქმით, ალიანსში არანაირი დაპირისპირება არაა.

„მგონია, რომ ეს დაპირისპირება მედიაში უფროა, ვიდრე სინამდვილეში. ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ არის, ალიანსი მუშაობს ჩვეულებრივად. ვიღაცები მოდიან და მუშაობენ, ვიღაცები არ არიან და არ მუშაობენ, მაგრამ ამბობენ, რომ ვმუშაობთო. მე არ ვიცი სად მუშაობენ. ალიანსი დგას კონკრეტულ შეთანხმებაზე, ეს არ არის რაღაც შპს ან კლუბი, რომ ვიღაც მიიღო და გარიცხო. ვიღაცები, ვინც ერთად ვმუშაობთ, ვმუშაობთ წესების დაცვით, ვიღაცებს, ვისაც არა უნდათ ამ წესების დაცვა, არ მუშაობენ ჩვენთან ერთად. არანაირი დაპირისპირება არაფერი არ არის. მედიაშია ამბავი, სხვა არაფერი. დარბაზში შევალთ და ჩვეულებრივად ვილაპარაკებთ ერთმანეთთან“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ოპოზიციის ალიანსში” არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, მედიაში არის ამბავი, თორემ აგერ დარბაზში შევალთ და ჩვეულებრივად ვილაპარაკებთ” – ზურაბ ჯაფარიძე
  • “ოცნება” ევაჭრება დასავლეთს, ეს სხდომა ევროკავშირისთვის და აშშ-სთვის ჩატარებული სხდომაა” – ნიკა გვარამია
  • „მე ვფიქრობ, რომ პარტიას ჰყავს ძალიან კარგი თავმჯდომარე, ჩემზე ჭკვიანი, პოლიტიკურად ჩემზე გამოცდილი…მიხეილ სააკაშვილისგან პარტიის თავმჯდომარეობაზე შემოთავაზება იყო და უარი ვთქვი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge