პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას ავტომობილი დაუზიანეს – კადრებში, რომელსაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ავრცელებს, ჩანს, რომ ჩამტვრეულია მანქანის უკანა საქარე მინა.
შვილმოკლული მამა, არ გამორიცხავს, რომ მომხდარი მის პოლიტიკურ განცხადებებს უკავშირდებოდეს.
მაჩალიკაშვილს პოლიციისთვის არ მიუმართავს.
