Thursday, June 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მკვლელობა ძროხისა და სადავო მიწის გამო – რა მოხდა სამეგრელოში?

June 10, 2026
მკვლელობა ძროხისა და სადავო მიწის გამო – რა მოხდა სამეგრელოში?

სისხლიანი ანგარიშსწორება ნათესავებს შორის, სავარაუდოდ, ძროხისა და მიწის ფართობებთან დაკავშირებულ მრავალწლიან დავას უკავშირდება. 70 წლის კაცმა ნათესავს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა – მიღებული ჭრილობების შედეგად 55 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

რა გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების ზუსტი მიზეზი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა ადგილობრივები ყვებიან, რომ სოფელ ოქტომბერში მცხოვრებ მამაკაცებს შორის დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტი არსებობდა. დავა ძროხის ბალახობის ადგილის გამო დაიწყო.

“პირველების“ ინფორმაციით, სანადირო თოფით მოკლული პენსიონერი სოფელ ოქტომბრის მკვიდრი ედიშერ შამუგიაა. სწორედ შამუგიას საცხოვრებელი სახლი გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების ადგილი, სადაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. არსებული ვერსიით, ამის შემდეგ ბახუ შამუგია საკუთარ სახლში წავიდა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანა, შემდეგ კი ნათესავის საცხოვრებელ სახლთან დაბრუნდა და მას რამდენჯერმე ესროლა.

დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათის შემდეგ განზრახ მკვლელობისთვის სავარაუდოდ ბრალდებული პენსიონერი სამართალდამცველებმა ძებნილად გამოაცხადეს, თუმცა მამაკაცი, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, ნათესავი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გარკვეული შიში არსებობს… უნდა ვიცოდეთ ქვეყანაში ამ ახალი ვირუსის არსებობის შესახებ…“ – ივანე ჩხაიძე მოსახლეობას მიმართავს
  • ქართველი ექიმი გარდაიცვალა
  • “მეხის გავარდნას ჰგავდა შენი ამბავი. როგორ მატკინე გული”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge