Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ადვოკატის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით დღეს გათავისუფლებულებს, პატიმრობაში ყოფნის პერიოდი სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამი წლიანი პირობითი სასჯელის ვადაში ჩაეთვლებათ

June 10, 2026
ადვოკატის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით დღეს გათავისუფლებულებს, პატიმრობაში ყოფნის პერიოდი სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამი წლიანი პირობითი სასჯელის ვადაში ჩაეთვლებათ

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ადვოკატის, ნანა ფარჩუკაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს, პატიმრობაში ყოფნის პერიოდი ჩაეთვლებათ იმ სამი წლის პირობითი სასჯელის ვადაში, რაც მათ განესაზღვრათ.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს 12 -პირიანი ბრალდების საქმეზე 8 პირის მიმართ დადგა განაჩენი – საპროცესო შეთანხმების გაფორმების შედეგად, თითოეულს სამი წლის ვადით პირობითი სასჯელი განესაზღვრათ. მხარეთა შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შედეგად, რომლის მიხედვითაც ბრალდებულები დაეთანხმნენ ბრალს, უდავოდ გავხადეთ მტკიცებულებები და სასამართლო სხდომის დარბაზიდან ისინი გათავისუფლდნენ. დღეიდან ჩაეთვლებათ მათ პატიმრობაში ყოფნის ვადა იმ 3 წლის ვადაში, რაც მათ სასჯელად განესაზღვრათ – პირობითი სასჯელი სამი წლის ვადით.

რა თქმა უნდა, დაცვის მხარისთვის იყო პრიორიტეტული ის სასჯელის ზომა და სახე, რაც იქნებოდა საბოლოო შედეგად მიღებული. ჩვენი სურვილი იყო, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულიყვნენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები. შესაბამისად, ჩვენი თხოვნა და შეთავაზება იყო აღიარების სანაცვლოდ, პირობითი სასჯელით დასრულებულიყო ეს სამართლებრივი დავა და არსებითი განხილვის გარეშე გამოსულიყო გადაწყვეტილება“,- განაცხადა ნანა ფარჩუკაშვილმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ 8 პირს – ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს, ვახტანგ ფიცხელაურს და თემურ ქურციკიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ყველა მათგანი დღეს, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ნური მიტაგვარიას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
  • გადაკეთდება თუ არა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი ფასიან გზად – გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
  • ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge