Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჩინეთით აშშ-სა და ევროპის ჩანაცვლება არის იმ სავალალო კრახის გამოხატულება, რაც იწვნია ამ რეჟიმმა ევროპულ კავშირთან და სულ ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, აშშ-სთან ურთიერთობებში” – გრიგოლ გეგელია

June 10, 2026
“რუსეთი მალე დამარცხდება საქართველოშიც „ქართული ოცნების“ სამარცხვინო პრორუსული რეჟიმის განდევნით” – გრიგოლ გეგელია

ჩინეთი, რომელიც წარმოადგენს ერთპარტიულ, კომუნისტურ სახელმწიფოს, გამოაცხადეს სტრატეგიულ პარტნიორად, რადგან ამ რეჟიმის მიზანია უარყოს ქართული დამოუკიდებლობის მოძრაობის ყველა მონაპოვარი და ჩვენი ქვეყანა დააბრუნოს საბჭოთა წარსულში და ერთპარტიულ, უამბიციო ჭაობად გადააქციოს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთით ამერიკის და ევროპის ჩანაცვლება „არის იმ სავალალო კრახის გამოხატულება, რაც იწვნია რეჟიმმა ევროპულ კავშირთან და სულ ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, აშშ-სთან ურთიერთობებში“.

„დღეს, დე ფაქტო პრემიერმა, უკვე ღიად და დეკლარირებულად გამოაცხადა საქართველოს საგარეო განვითარების ძირითადი ტრაექტორიის შეცვლის მცდელობა და ჩინეთი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად წარმოგვიდგინა.

მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩინეთთან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში მოხსენიებულია „ერთიანი ჩინეთი“, მაგრამ არ არის ნათქვამი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ეს არის ჩინეთი, რომელიც ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას; შესაბამისად, სახელმწიფო, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა ძირითად ქართულ ეროვნულ ინტერესს, კონსტიტუციაში დაფიქსირებულ პრინციპებს და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ყველა ფუნდამენტურ მიზანს, გამოაცხადა დღეს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად.

ე.წ პრემიერის დღევანდელი განცხადება იყო 28 ნოემბრის მოღალატეობრივი პოზიციის გაგრძელება. ეს არის ქართველი ხალხის და ჩვენი ეროვნული მიზნების სრული შეურაცხყოფა! ღალატი!

ჩინეთი, რომელიც წარმოადგენს ერთპარტიულ, კომუნისტურ სახელმწიფოს, გამოაცხადეს სტრატეგიულ პარტნიორად, რადგან ამ რეჟიმის მიზანია უარყოს ქართული დამოუკიდებლობის მოძრაობის ყველა მონაპოვარი და ჩვენი ქვეყანა დააბრუნოს საბჭოთა წარსულში და ერთპარტიულ, უამბიციო ჭაობად გადააქციოს…

როცა რეჟიმი იშველიებს ეკონომიკურ ინტერესს, რეალურად, ესეც არის აბსურდი და ურცხვი ტყუილი. სინამდვილეში, ჩინეთს არც ერთი თეთრის ინვესტიცია არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში! რაც ჩინურმა კომპანიებმა საქართველოში უხარისხოდ გააკეთეს, ის ყველა პროექტი დასავლური ფონდების დაფინანსებული იყო.

ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ჩინეთი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორი; ცხადია, ჩინეთის ჯანსაღი ჩართულობა მნიშვნელოვანია შუა დერეფნის ფუნქციონირებისთვის; ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მიდგომა. მაგრამ, ჩინეთი არ შეიძლება იყოს და ვერ გახდება ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპული კავშირის საპირწონე და ჩამნაცვლებელი სტრატეგიული პარტნიორი. მათ შორის, თუნდაც იმიტომ, რომ ჩინეთი არასოდეს დაუპირისპირდება – და ვხედავთ რომ არც უპირისპირდება – რუსეთის იმპერიალისტურ ინტერესს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

ბუნებრივია, ჩინეთით ამერიკის და ევროპის ჩანაცვლება არის იმ სავალალო კრახის გამოხატულება, რაც იწვნია ამ რეჟიმმა ევროპულ კავშირთან და სულ ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, აშშ-სთან ურთიერთობებში, რადგან არცერთი მსხვილი საერთაშორისო პარტნიორი არ აპირებს ურთიერთობების ნორმალიზებას „ქოცურ ფასად“.

რამდენიმე წუთის წინ, ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ მარია ზახაროვა კიდევ ერთხელ მიესალმება კობახიძის პოლიტიკას და კიდევ ერთხელ შესთავაზა ურთიერთობების ნორმალიზება. ეს კიდევ ერთი მკაფიო დასტურია რომ კობახიძე-ზახაროვა-ნარიშკინი-კრემლი სრულ სინქრონში არიან. მუშაობენ პარალელურ რეჟიმში, 20 წუთის დიაპაზონში აკეთებენ განცხადებებს, ერთნაირად უთხრიან ძირს ყველა ქართველის ეროვნულ ინტერს, აკნინებენ ყველაფერი ქართული წარმატების შანსებს. ამიტომ, ქართველი ხალხი უნდა დავირაზმოთ და პოლიტიკურ სანაგვეზე გავისტუმროთ რეჟიმი, რომელმაც უღალატა ყველაფერს ქართულს“,- განაცხადა გეგელიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასახლის ღობის საქმე – პროკურორი ადასტურებს, რომ საქმეში მობილური ტელეფონების ექსპერტიზის დასკვნა არ დევს
  • ადვოკატების თქმით, შსს ნარკოტიკის მომხმარებლებს ნარკორეალიზატორებად “ასაღებს”
  • 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ ექვსი პირი გათავისუფლდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge