“ჩვენზე მდგრადი ძალა იშვიათია…” – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ძალიან მდგრადები ვართ, ჩვენზე მდგრადი ძალა იშვიათია ჩვენი სიმცირის გათვალისწინებით. ევროკავშირის მიმართ ძალიან მდგრადი ვართ, რეგიონული გამოწვევების მიმართ ძალიან მდგრადი ვართ, არსებობს უამრავი გამოწვევა ჩვენ გარშემო, ყველა გამოწვევის მიმართ ვართ მაქსიმალურად მდგრადი. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ესეც არის გამოწვევა. ყველა გამოწვევის მიმართ ჩვენი ქვეყანა არის მაქსიმალურად მდგრადი, რაც ძალიან დასაფასებელია” – თქვა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
