Thursday, June 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა თქვეს ბაჩო ახალაიას პროცესზე მოწმედ მიყვანილმა მანდატურებმა?

June 9, 2026
“დამნაშავე ვარ თუ არა, არ ვიცი” – ბაჩო ახალაია ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე

ბაჩო ახალაიას საქმეზე, სადაც ყოფილ თავდაცვის მინისტრს ე.წ. დამხობისკენ მოწოდების გამო ასამართლებენ, დღეს პროკურატურის ორი მოწმე – ვერონიკა ჯგერენაია და გიორგი რიჟამაძე – დაიკითხნენ. ორივე მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომელია.

მოწმეებმა განაცხადეს, რომ სასამართლო პროცესზე, რომელსაც მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავდა, ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ „დამხობასთან დაკავშირებით“ ისაუბრა.

„(ბრალდებულმა) დეტალურად რაზე ისაუბრა და რაზე არა, არ მახსოვს, რადგან ჩვენი მოვალეობა წესრიგის დაცვაა, მაგრამ არის რაღაცები, რაც დამამახსოვრდა. თავდაპირველად სხდომა ღია იყო, შემდეგ კი დაიხურა. ბრალდებულმა სხდომაზე ისაუბრა წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და თქვა, რომ ის გამართული იყო. ხოლო ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში სასამართლოს ე.წ. ქურდები მართავენ. ასევე ისაუბრა დამხობაზე – რომ ეს ხელისუფლება ყველანაირი გზით დასამხობია და რომ ხელისუფლების წევრები კაბინეტებიდან გამოსაყრელები არიან“, – განაცხადა მოწმე ვერონიკა ჯგერენაიამ.

ამის შემდეგ მოწმეს კითხვები დაუსვა ბაჩო ახალაიამ და ჰკითხა, მისი აღქმით განემარტა, რატომ არის ის ახალაიას წინააღმდეგ მოწმე ამ საქმეში.

„მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მოწმე არ არის გულწრფელი. მოვისმინე მოწმის მონაყოლი, ჩემი რწმენით, პროკურატურასთან შეთანხმებული ვერსია. ამიტომ მინდა ვკითხო, მას, როგორც მოქალაქეს, ესმის თუ არა, რას ნიშნავს, როდესაც ადამიანს მოწმედ იბარებენ. ამით ვცდილობ სასამართლოს დავანახო, რომ მოწმემ იცის, როგორი რეაგირება ხდება სამართალდარღვევაზე დარბაზში. ვკითხულობ: თუ დარბაზში, სადაც მოსამართლე იმყოფება, ხდება სამართალდარღვევა, როგორ რეაგირებს მოსამართლე? გაიხსენეთ ის დღე, როდესაც მე ვთქვი „დანაშაულებრივი სიტყვა“, ანუ პროცესის დახურვამდე, როცა ეს „დანაშაულებრივი სიტყვა“ წარმოვთქვი. ამის შემდეგ რა ქნა მოსამართლემ?“ – ჰკითხა მოწმეს ბაჩო ახალაიამ.

ვერონიკა ჯგერენაიამ ახალაიას უპასუხა, რომ მოსამართლე „მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა“. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა კი განაცხადა, რომ მსგავსი გაფრთხილება მოსამართლეს არ გამოუცხადებია.

„გაფრთხილებით? ქალბატონო ვერონიკა, მწარედ ცდებით. მე დამრჩა განცდა, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ, რაღაც ფორმით რაღაცაში მამხილოთ“, – მიმართა ბაჩო ახალაიამ ვერონიკა ჯგერენაიას.

დღევანდელ პროცესზე ბაჩო ახალაიას არ დაუმალავს, რომ სასამართლო სხდომაზე ნამდვილად თქვა სიტყვები – „ივანიშვილი უნდა დაემხოს“ და აღნიშნა, რომ მისი სიტყვების შინაარსის დასადასტურებლად ექსპერტიზის დასკვნა არ სჭირდება. შესაბამისად, სასამართლომ დღევანდელ პროცესზე მხარეთა შეთანხმებით მოწმეების ნაწილი, ექსპერტები და ექსპერტიზის დასკვნები უდავოდ ცნო.

პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმაც. ანი ლეკიაშვილის თქმით, ერთ-ერთმა მანდატურმა განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას განცხადება მოწოდებად აღიქვა, ხოლო მეორემ თქვა, რომ „ეს მისთვის ბრალდებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გაკეთებული განცხადება იყო“.

„ეს არის დაცვის მხარის ინტერპრეტაცია, თითქოს ორივე მოწმეს ზუსტად ერთი და იგივე ფრაზა ახსოვდა. თუმცა, ერთი მათგანი საუბრობდა გარკვეული სახის ინფორმაციაზე, რაზეც ბაჩო ახალაიამ ისაუბრა, მეორე მოწმეც გარკვეულ ინფორმაციაზე საუბრობდა. რაც შეეხება კონკრეტულ ფრაზას, რომლის გამოც ბრალდების მხარე მას მოწოდებას ედავება და მიგვაჩნია, რომ მოწოდება განხორციელდა, მოწმეებმა თავიანთ ჩვენებებში აღნიშნეს, რომ ეს ფრაზა ნამდვილად ახსოვდათ. ერთ-ერთმა მოწმემ პირდაპირ თქვა, რომ ეს მოწოდებად აღიქვა, ხოლო მეორემ განაცხადა, რომ ეს მისთვის ბრალდებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გაკეთებული განცხადება იყო. მან ასევე განმარტა, რომ სხვა გარემოებებისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია, რადგან მისი მოვალეობა პროცესზე წესრიგის დაცვა იყო“, – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ საქმე საგამოძიებო უწყებამ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადების – „ივანიშვილი უნდა დაემხოს“ – გამო აღძრა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია, სად და როდის გაიმართება თემურ უგულავას სამოქალაქო პანაშვიდი
  • “მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ მას ატყუებენ” – თინა ბოკუჩავა
  • “მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge