Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

კობახიძე დღეს არ პასუხობს კითხვას, ვინ სთხოვდა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას

June 9, 2026
კობახიძე დღეს არ პასუხობს კითხვას, ვინ სთხოვდა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას წინ უძღოდა უცხო ძალების მხრიდან ზეწოლის მცდელობები, რომელთა მიზანი, მისი თქმით, საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნა იყო. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

“ქართული ოცნების” ლიდერის განცხადებით, 2022 წლის მარტ-აპრილში, როდესაც, მისი თქმით, ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორებული იყო, გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, სადაც გარკვეულმა პირებმა ჯერ ომში ჩართვის საკითხი დააყენეს, შემდეგ კი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მოითხოვეს. კობახიძის მტკიცებით, ამ პროცესების უკან იდგა „გლობალური ომის პარტია“, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყანას ან პირებს გულისხმობდა.

“იყო დროის კონკრეტული მონაკვეთი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გასული იყო პოლიტიკური პროცესიდან. ეს იყო მათ შორის 2022 წლის მარტი-აპრილის თვეები და მასთან მივიდნენ ამ თხოვნით თუ მოთხოვნით, რაც გინდათ, დაარქვით, რომ დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და მიზანი ჰქონდათ კონკრეტული, იმიტომ, რომ ამას წინა ისტორია ჰქონდა, ამ შეხვედრას ჰქონდა კიდევ ორი შეხვედრის წინა ისტორია. ერთს მე ვესწრებოდი, მეორე არ ვესწრებოდი, მაგრამ ეს ორი შეხვედრა არ იყო ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, მესამე იყო მასთან, მაგრამ მანამდე იყო წინა ორი შეხვედრა, სადაც პირდაპირ დააყენეს ომში ჩართვის საკითხი გარკვეულმა ადამიანებმა. ამას მოჰყვა მერე მესამე შეხვედრა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მოსთხოვეს პოლიტიკაში დაბრუნება. ახლა თავად განსაჯეთ, ვინ ცდილობს, არაფორმალურად ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში და ვინ – არა. ვინ ეკიტხება უცხო ძალას, ვინ შემოვა პოლიტიკაში და ვინ არა? კონკრეტულმა ძალამ ვერ მიაღწია იმ ორ შეხვედრაზე სასურველ შედეგს, და სასურველი შედეგი იყო მეორე ფრონტის გახსნა და როდესაც ამა ვერ მიაღწიეს, ამ ნაიჯს მიმართეს და მოსთხოვეს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება გუნდზე ზემოქმედებისთვის. ამ ორ შეხვედრაზე, მე არ ვაკონკრეტებ შეგნებულად, შეიძლება იყო ამერიკა, შეიძლება არ იყო, ამას შეგნებულად არ ვაკონკრეტებ ვინ იყო მოსული პირველ და მეორე შეხვედრაზე. ჩვენთვის ეს არ იყო ქვეყანა, ეს იყო გლობალური ომის პარტია და სწორედ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ გაღრმავდა პრობლემები ჩვენი ქვეყნისთვის, იყო ის, რომ ჩვენ არ დავასახელეთ შესაბამისი ადამიანები” – განაცადა კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაღესტანში, მთავარ გაზსადენზე სამი აფეთქება მოხდა
  • ქართველი ექიმი გარდაიცვალა
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge