Saturday, August 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს

June 8, 2026
ბენიამინ ნეთანიაჰუ მიმართვას ავრცელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანთან წუხელ განახლებული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ პირველ საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ „ამ დროისთვის“ წყვეტს ირანზე თავდასხმებს.

თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრძოლა როგორც თეირანის, ისე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ „არ დასრულებულა“ და ისრაელი კვლავაც უპასუხებს მის ტერიტორიაზე განხორციელებულ ნებისმიერ თავდასხმას.

„მას შემდეგ, რაც ირანი თავს დაესხა ისრაელს“ „ჰეზბოლას“ მხარდასაჭერად – რაც მოჰყვა ისრაელის საპასუხო დარტყმებს ამ დაჯგუფებაზე ბეირუთში – მე მივეცი მითითება ისრაელის თავდაცვის ძალებს, დაერტყათ სამხედრო და ეკონომიკური ობიექტებისთვის მთელი ირანის მასშტაბით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

„ამჟამად ამ ფრონტზე ცეცხლი შეწყვეტილია, რადგან თეირანის ტერორისტულ რეჟიმზე დარტყმის შემდეგ, მათ ჩვენზე თავდასხმა შეწყვიტეს“, – ამბობს ნეთანიაჰუ და ამავდროულად აფრთხილებს მათ: „თუ ეს ტერორისტული რეჟიმი დაუშვებს შეცდომას და კვლავ დაგვესხმება თავს, ჩვენ ძალით ვუპასუხებთ“.

„დღეს ირანი და „ჰეზბოლა“ იმაზე სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე, ჩვენ კი იმაზე ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე. თუმცა, ჩვენი ბრძოლა მათ წინააღმდეგ ჯერ არ დასრულებულა“, – აცხადებს პრემიერი.

მან დასძინა, რომ სამხედროები გააგრძელებენ მოქმედებებს სამხრეთ ლიბანში, რათა „გაანადგურონ [„ჰეზბოლას“] მთელი ტერორისტული ინფრასტრუქტურა უსაფრთხოების ზონაში, ბოფორტის ქედზე არსებული მასშტაბური მიწისქვეშა ობიექტების ჩათვლით“.

„გასული დღის განმავლობაში ირანი და „ჰეზბოლა“ შეეცადნენ ჩვენთვის ახალი განტოლება თავს მოეხვიათ. ეს განტოლება ჩემთვის აუტანელი და სრულიად მიუღებელია. მათ ეგონათ, რომ შეძლებდნენ ლიბანიდან და ირანიდან ისრაელზე თავდასხმების განხორციელებას, ჩვენ კი არ ვიმოქმედებდით. ეს ასე არ მომხდარა და არც მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მმართველობის პერიოდში“, – აფრთხილებს ნეთანიაჰუ.

ნეთანიაჰუმ მიანიშნა, რომ ეს გზავნილი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც გადასცა, რომელიც ბოლო დღეებში არაერთხელ მოუწოდებდა ისრაელს დეესკალაციისკენ, რათა შეენარჩუნებინათ აშშ-ირანის მიმდინარე მოლაპარაკებები შეთანხმების მისაღწევად.

„ისრაელს აქვს თავდაცვის სრული უფლება და ჩვენ ამ უფლებას გამოვიყენებთ ყოველთვის, როცა ეს საჭირო იქნება. ამას გეუბნებით თქვენ, ისრაელის ძვირფასო მოქალაქეებო, ისევე, როგორც ამას ვამბობ ჩემს კეთილმეგობრულ საუბრებში ჩემს მეგობართან, პრეზიდენტ ტრამპთან“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაურ ბუავას გარდაცვალების საქმე – “უნდა გაირკვეს, რაიმე პროვოკაცია ხომ არ მოაწყო დაკავებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ”
  • ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის ჩემპიონია
  • 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge