საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემის “ევროპული პარლამენტის აკრედიტაციის სისტემასთან დაახლოების” მოტივით, პაპუაშვილმა დააანონსა, რომ აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შევა.
“საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევის დროს პირველ ჯერზე არის 1 თვე აკრედიტაციის შეჩერება, განმეორებით შემთხვევაში არის 6 თვე. ვნახეთ, რომ ევროპარლამენტში 1-წლიანი შეჩერებაც არსებობს [ევროპარლამენტმა 1 წლით შეუჩერა აკრედიტაცია იმედს] ამიტომ, დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან. პირველ ჯერზე იქნება 1 თვე, მეორე ჯერზე, 1 წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა.
საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოიყენებოდა სანქცია 1 თვე, ან 6 თვე და ევროპარლამენტში ვნახეთ, რომ არამხოლოდ ჟურნალისტის, მედიის მიმართაც შესაძლებელია სანქციის გამოყენება, ამიტომ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და აქაც დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება რომ გაუუქმდეს მთლიანად მედიას აკრედიტაცია 1 წლამდე” – თქვა პაპუაშვილმა
