ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე განხილვა იწყება – დღეს 12 ბრალდებულიდან ოთხს შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაუფორმონ.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, პროკურატურა ამ ოთხი პირის საქმის ცალკე გამოყოფას მოითხოვს, რათა მათთან შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოეწეროს.
საქმეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი იხილავს.
