Monday, June 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სენაკში, მერიის შენობასთან, აქტივისტი აპოლონ გარუჩავა მე-4 დღეა შიმშილობს

June 8, 2026
სენაკში, მერიის შენობასთან, აქტივისტი აპოლონ გარუჩავა მე-4 დღეა შიმშილობს

სენაკში, მერიის შენობასთან, აქტივისტი აპოლონ გარუჩავა მე-4 დღეა შიმშილობს – ის ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნასა და ბიზნესის მიზანმიმართულ ბლოკირებაში ადანაშაულებს.

პროტესტის ფონზე, ორი დღის წინ აქტივისტი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. გარუჩავას განცხადებით, მერიის შესაბამისი სამსახურები სამ სხვადასხვა ობიექტზე მშენებლობის ნებართვას არ აძლევენ, რის გამოც მას უკვე 15 000 ლარის ოდენობის ჯარიმები დააკისრეს.

„4 ივნისს დილიდან დავიწყე შიმშილობა, იმიტომ რომ პოლიტიკური ნიშნით მავიწროებენ. ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს აძლევენ ყველაფრის უფლებას, იწყებენ მშენებლობას ისე, რომ მშენებლობის საბუთები არ აქვთ, კანონის დარღვევით. მე წელიწადზე მეტია ველოდები საბუთებს. სამ ლოკაციაზე – მენჯში ერთ-ერთ ობიექტზე მშენებლობის დოკუმენტაციას არ მაძლევენ, დადიანზე, რესტორნის გვერდით, მიწის ნაკვეთზე ღობის მშენებლობის საბუთს და ჭავჭავაძის 141 ნომერში.“ – ამბობს აქტივისტი.

გარუჩავას თქმით, შექმნილი ვითარების გამო მას, როგორც მეწარმეს, საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა არ ეძლევა. მისივე თქმით, პრობლემის შესახებ პირადად სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა და მისმა მოადგილემ იციან, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა

„დამაჯარიმეს ერთ ობიექტზე 4 000 ლარით, მეორეზე – 10 000 ლარით, მესამეზე კი 1 000 ლარით. არ მაძლევენ გასაქანს, რომ ბიზნესი ვაწარმოო. მივმართე მერს, ვახტანგ გადელიას, მოადგილესაც, მაგრამ უშედეგოდ. მპირდებიან მოგვარებას, მაგრამ ამაოდ“ – აცხადებს აპოლონ გარუჩავა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ფაშინიანმა გააკეთა ის, რაც მე არ გავაკეთე…” – რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე
  • “იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ „ლუზერის“ ფსიქოლოგია – ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის” – მიხეილ სააკაშვილი
  • ძამბოლატ თედეევი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge