ცნობილია რაზე ისაუბრეს უკრაინის პრეზიდენტმა და რუსმა ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა – ფარული შეხვედრის დეტალებზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა.
მისი თქმით, აბრამოვიჩი მათთან მივიდა და სურდა გაეგო, რისთვის არის მზად უკრაინა, როდესაც საქმე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეხება.
ზელენსკის თქმით, მან ბიზნემენს უთხრა რომ მზად იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერ ფორმატში შესახვედრად და რომ უკრაინა დონბასიდან თავის ჯარებს არ გაიყვანს.
„ის კიევში ჩამოვიდა. მან თქვა: მე პირდაპირ თქვენ [გადმოგეცით] შეტყობინება და მინდა თქვენგან შეტყობინებები მივიღო და [ვლადიმერ] პუტინს გადავცე, მაგრამ მან თქვა, რომ ეს უნდა [გაკეთდეს] ჩუმად, ყოველგვარი საჯაროობის გარეშე. მე ვუთხარი: ეს თქვენი არჩევანია – ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის მტკიცებით, მან გარკვევით განაცხადა, რომ დონბასის რეგიონს რუსეთს არ დაუთმობდა.
„ეს იყო მთავარი გზავნილი. მე ვთქვი, რომ არ გავალთ. ამ გზით გამარჯვებას არ მოგცემთ. ჩვენ შესაძლო კომპრომისზე ვისაუბრეთ. მე ვთქვი: ყველა კომპრომისი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი მხრიდან ყველაზე დიდი კომპრომისია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
