Monday, June 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

წინასწარი პროგნოზით, ფაშინიანის პარტია პარლამენტში 61 მანდატს იღებს

June 8, 2026
წინასწარი პროგნოზით, ფაშინიანის პარტია პარლამენტში 61 მანდატს იღებს

სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების საფუძველზე შედგენილი მანდატების განაწილების პროგნოზი აჩვენებს, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ პარლამენტში 61 მანდატის მოპოვებას ახერხებს. მონაცემები საარჩევნო უბნების 67.55%-ის დათვლას ეფუძნება.

პროგნოზის თანახმად, ოპოზიციურ ძალებს ჯამში 44 მანდატი ექნებათ. მათ შორის, ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანთან დაკავშირებული ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ 28 მანდატს იღებს, საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“ – 11 მანდატს, ხოლო პარტია „აყვავებული სომხეთი“ – 5 მანდატს.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, „სამოქალაქო კონტრაქტი“ ხმების 50.83%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე „ძლიერი სომხეთია“ 23.54%-ით, ხოლო მესამე და მეოთხე პოზიციებს, შესაბამისად, ბლოკი „სომხეთი“ (9.46%) და „აყვავებული სომხეთი“ (4.10%) იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ „აყვავებულმა სომხეთმა“ საარჩევნო ბარიერის გადალახვა მინიმალური უპირატესობით შეძლო — პარტიის შედეგი მხოლოდ 0.1 პროცენტული პუნქტით აღემატება პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 4%-იან ზღვარს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლ ფაშინიანმა არჩევნებში გამარჯვება უკვე გამოაცხადა. მისი განცხადებით, „სამოქალაქო კონტრაქტი“ მთავრობას დამოუკიდებლად დააკომპლექტებს და კოალიციური პარტნიორების მხარდაჭერა არ დასჭირდება. ფაშინიანის თქმით, მმართველმა პარტიამ 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით უფრო მაღალი მხარდაჭერა მოიპოვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, ყველაზე ხშირად არასრულწლოვანის შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები საბითუმო და საცალო ვაჭრობის საქმიანობების სექციაში დაფიქსირდა
  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge