სოფელ დიდგორთან მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული მეორე ცოლ-ქმარი – ნიკა ქუთათელაძე და გვანცა არევაძეა – ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს. სოფელ დიდგორთან ავტომობილი ხევში გადავარდა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ცოლ-ქმარი ალექსანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძე, მეხუთე დაღუპული კი მარიამ ქადაგიძეა, დაშავებულია 1 ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა 7 ივნისს გვიან ღამით მოხდა. დაღუპული ახალგაზრდები მეგობრები იყვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
