Thursday, July 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„სიქსტეს კაპელაში“ ნამღერ ერის ტანჯვით და სისხლით განბანილ ბგერებში ქრისტიანული კულტურა ირეკლება“ – ლანა ღოღობერიძე

June 27, 2022
„სიქსტეს კაპელაში“ ნამღერ ერის ტანჯვით და სისხლით განბანილ ბგერებში ქრისტიანული კულტურა ირეკლება“ – ლანა ღოღობერიძე

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც „სიქსტეს კაპელაში“ აჟღერებულ ქართულ მელოდიებზე საუბრობს:

“ჩვენი საგალობლები სიქსტეს კაპელაში, მიქელ-ანჯელოს ერთმანეთისკენ გაწვდილი და თითქმის შეერთებული ორი ხელის ფონზე – ყველაზე უტყუარი, ნაღდი, ერის ნამღერი გზავნილი: ჩვენი გამოწვდილი ხელი თქვენსკენ თქვენი ხელის მოლოდინში!იმავე განცდის გამომხატველია რუსთაველზე შეკრებილი ზღვა ხალხი, რადგანაც იქ მდგომი ყოველი ადამიანის სულშიც ის საგალობელი ჟღერს!ჩვენ ვიცით, რას გვაზიარებთ თქვენ, როცა ეს ორი ხელი შეერთდება – თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, კეთილდღეობას, ღირსეულ და უსაფრთხო არსებობას მეგობრებთან ერთად.

მაგრამ მე მინდა ამაყად ვთქვა:არც ჩვენ მოვდივართ თქვენთან ცარიელი ხელებით: მოუსმინეთ სიქსტეს კაპელაში ნამღერ, ერის ტანჯვით და სისხლით განბანილ ბგერებს და უსათუოდ იგრძნობთ: მათში მთელი ჩვენი თვითმყოფადი, მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურა ირეკლება! თავისი რუსთაველით და გალაკტიონით, ჯვრით და სვეტიცხოველით, ყინწვისის ანგელოზით და ფიროსმანით, თავისი თეატრით და კინოთი… იმ გაწვდილი ხელით ჩვენ მოგვაქვს თქვენთან ეს ყველაფერი იმისათვის, რომ მდიდარ, მრავალფეროვან ევროპულ კულტურას კიდევ ერთი ფერი შეემატოს.

მოუსმინეთ სიქსტეს კაპელაში აჟღერებულ ერთი პატარა, უნათესაო, საუკუნეთა მანძილზე მარტოობისთვის განწირული ერის სიმღერა – ვედრებას! დაინახეთ რუსთაველზე შეკრებილი სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის, აღმსარებლობის, ეთნიკური წარმომავლობის უამრავი ადამიანი სიმბოლურად ევროპისკენ გაწვდილი ხელით!და გულით იგრძენით, რომ ეს ხელები უნდა შეერთდეს!(სხვა დანარჩენი დეტალებია: ევრო-კომისიის მიერ დაწესებული ვალდებულებების შესრულება, ხელისუფლებათა აუცილებელი ცვლა, დემოკრატიული რეფორმები და ა.შ.” – წერს ღოღობერიძე

Tags: ლანა ღოღობერიძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბიძინამ მოსადი განარისხა” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
  • „ლივერპულისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი დიოგო ჟოტა გარდაიცვალა
  • მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge