Friday, June 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა – გაზრდილია ფასიც

June 5, 2026
საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა – გაზრდილია ფასიც

ბენზინისა და დიზელის პარალელურად, საქართველოში თხევადი გაზიც გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, მაისში ფასმა თითქმის 7%-ით მოიმატა. ამასთან, რეკორდულ მაჩვენებელზეა გაზის იმპორტის მაჩვენებელიც, რომელიც ასევე გაძვირებულია. ინფორმაციას “BM.GE” ავრცელებს.

კერძოდ, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, წელს იანვარ-აპრილში ქვეყანაში 7.985 მლნ დოლარის ღირებულების 16 750 ტონა გათხევადებული პროპანი შემოვიდა. ეს კი 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. (პორტალზე აღნიშნულ პროდუქტზე მონაცემები სწორედ 2009 წლიდან იძებნება).

რაც შეეხება გასულ წელს, შარშან 4 თვეში 3.688 მლნ დოლარის 10 051 ტონა გათხევადებული გაზის იმპორტი განხორციელდა. აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, რომ გასულ წელს ერთი ლიტრი გათხევადებული გაზის იმპორტი ქვეყანას (გადასახადების გარეშე) 0.36 დოლარი უჯდებოდა, წელს კი 0.47 დოლარი (ზრდა 30%-ია).

უცნობია იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი. როგორც საქსტატში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნიდან შემოდის ქვეყანაში გათხევადებული პროპანი, კონფიდენციალურია. არადა, დაახლოებით 2-3 თვის წინ აღნიშნული მონაცემები ღია იყო და დაინტერესებულ პირს შეეძლო იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალის ნახვა. „ბიზნესპრესნიუსი“ იანვარ-თებერვლის იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით წერდა კიდეც, რომ იმ პერიოდში გათხევადებული აირის თითქმის 100% რუსეთიდან შემოვიდა, უმნიშვნელო მოცულობის, დაახლოებით 300 დოლარის ღირებულების კი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
  • აზერბაიჯანმა უარყო CNN-ის რეპორტაჟი, რომლის მტკიცებითაც, მისი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა და რომ ქვეყანაში ისრაელის ძალები იყვნენ განლაგებულნი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge