“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“როგორც ადრე დავწერე, ევროკავშირმა დაიწყო უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების პროცედურა და სომხეთთან ძალიან სწრაფი დაახლოვება, მათ შორის, ერევანი 50 მილიონ ევროს მიიღებს წელსვე.
ამასობაში, საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხს 11 ივნისს განიხილავენ და საკმაოდ დიდი ალბათობით, დეკემბერ-იანვარში ჩამოგვართმევენ.
და კიდევ ამასობაში, ერთი პარტია პარლამენტში დაბრუნებას ჩალიჩობს და იგონებს, რომ ამერიკელებმა ასე გვითხრეს. მეორე – “რევოლუცია დღეს” მოწოდებებით განთქმული – 2028 წლის არჩევნების ღია მზადებას აცხადებს და წინასაარჩევნო კამპანიის სახით ყველა პარტნიორის გინებას და გაურკვეველ “გამიჯვნას” ირჩევს.
იმედია, დანარჩენებს ჭკუაც გვეყოფა, გამძლეობაც, საღი აზრიც და ენერგიაც” – წერს ნიკა გვარამია.
მანამდე სოციალურ ქსელში “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს – ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების თაობაზე.
