კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
“მიხარია, თუ გესმის, თინა ბოკუჩავა და დისფუნქციურ ორგანიზმს რეალურ მოქმედ გუნდად აქცევ. წარმატებას გისურვებ ამაში, მხოლოდ გამიხარდება, თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემა და ყველას და ყველაფრის გინებას მორჩება ენმ. იცი ამაზე ჩემი პოზიცია და არ გაგიკვირდება ჩემი კეთილი სურვილები. ასევე, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ, მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა. რამეს, ელემენტარულს მაინც.
რაც შეეხება თამარ ბაღაშვილი [ფორმულას ტელეწამყვანი] კომენტარს მიშა სააკაშვილზე ჩემი თავდასხმის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, სინამდვილეს არ შეესაბამება და სამწუხარო მოსასმენია.
PS ნაცმოძრაობა, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები ბოლო რამდენიმე წელია, სხვა პარტიაში ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს, ძალიან არასერიოზულია.” – წერს ნიკა გვარამია.
