Friday, June 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დავით ჟღენტმა და დანარჩენმა პირებმა კონკრეტული გზა, ბრძოლის გზა აირჩიეს და არ აღიარეს ბრალად წარდგენილი ქმედება” – ადვოკატი 4 ოქტომბრის საქმეზე

June 5, 2026
“დავით ჟღენტმა და დანარჩენმა პირებმა კონკრეტული გზა, ბრძოლის გზა აირჩიეს და არ აღიარეს ბრალად წარდგენილი ქმედება” – ადვოკატი 4 ოქტომბრის საქმეზე

დავით ჟღენტმა და დანარჩენმა პირებმა კონკრეტული გზა, ბრძოლის გზა აირჩიეს და არ აღიარეს ბრალად წარდგენილი ქმედება, – ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულ დავით ჟღენტის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.

მისი დასაცავი პირი იმ 7 ბრალდებულს შორისაა, რომლებმაც დღეს ბრალი არ აღიარეს, შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ უფორმდებათ.

ადვოკატი დავით ჟღენტის პოზიციას განმარტავს და აღნიშნავს, რომ ის ვერ აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია.

„დავით ჟღენტი ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც უარი თქვა აღიარებაზე, შესაბამისად, მას უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, საქმის განხილვა გაგრძელდება. მომდევნო პარასკევს, ერთი ადვოკატი იტყვის დასკვნით სიტყვას და ასევე, ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც, მოსამართლე სათათბიროდ გავა განაჩენის გამოსატანად და თუ იმავე დღეს არა, რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. რაც შეეხება დავითის უარის მოტივაციას, არ მინდა ბრალდებულებზე ვთქვა რამე, რომლებმაც საპროცესო შეთანხმებაზე პოზიცია დააფიქსირეს, ვინაიდან ერთობლივად, ყველა მათგანზე მიმაჩნია, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, თუმცა, დავით ჟღენტის შინაგანი მე, მისი პრინციპული პოზიციაა, რომ ვერ აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია, შესაბამისად, დააფიქსირა კატეგორიული პოზიცია, ის უარს აცხადებდა აღიარებაზე და უარს აცხადებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.

ბუნებრივია, ჩვენ, ადვოკატები დასაცავ პირებს ვუხსნიდით პოლიტიკური მდგომარეობის, წინა გადაწყვეტილებას, როცა ორგანიზატორებად მოხსენიებულ პირთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, არც ერთ ჩვენგანს, ადვოკატებს კი არა, ბრალდებულებსაც კი არ აქვთ სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი. ამის მიუხედავად მათ კონკრეტული გზა, ბრძოლის გზა აირჩიეს და არ აღიარეს ბრალად წარდგენილი ქმედება“, – აცხადებს ცუცქირიძე.

ცნობისთვის, საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე ბრალდებულ კიდევ 8 პირს გაუფორმდება. ამჯერად საქმე ეხება კიდევ ერთ ეპიზოდს. აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებული 15 პირიდან საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე არ უფორმდება 7 პირს – ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს და დავით სტურუას. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ შემდეგ პირებს: ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პროკურატურამ, საპროცესო შეთანხმების გაფორმება, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული სხვა 7 პირის მიმართაც დაადასტურა. აღნიშნულ შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ: ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძესა და თემურ ქურციკიძეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გველმა რომ მიკბინა, მაგ დღეს გაცელეს ბაგა-ბაღის ეზო” – რას ჰყვება მასწავლებელი, რომელიც ოზურგეთში საბავშვო ბაღის ეზოში გველმა დაკბინა
  • სკოლებში სასწავლო პროცესის დროს ტელეფონების არამიზნობრივი გამოყენება იკრძალება
  • 11 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან სავიზო დიალოგს გამართავს – განიხილება უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge