Friday, June 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ალექსანდრე გოგოლაძის მიერ საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა ლოგიკურია მისი ასაკიდან გამომდინარე” – ადვოკატი 4 ოქტომბრის საქმეზე

June 5, 2026
“ალექსანდრე გოგოლაძის მიერ საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა ლოგიკურია მისი ასაკიდან გამომდინარე” – ადვოკატი 4 ოქტომბრის საქმეზე

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირის, 63 წლის ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატი, გიორგი ჭოჭუა განმარტავს, თუ რატომ აღიარა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბრალი და რატომ დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას.

როგორც ჭოჭუა აღნიშნავს, გოგოლაძის ასაკიდან და პროკურატურის მიერ შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე, დაცვის მხარე შეთავაზებას დათანხმდა.

„ალექსანდრე გოგოლაძემ მიიღო გადაწყვეტილება და ის ბრალდების მხარეს შეუთანხმდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. გადაწყვეტილება იმით არის განპირობებული, რომ ბრალდების მხარემ გაითვალისწინა და შემდეგ შესთავაზა ისეთი პირობა, რომლის მიხედვითაც, ის დაუყოვნებლივ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. მისი ასაკიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო. ჩვენ გარანტია არ გვქონდა და არ ვიცოდით, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ რისკზე წასვლა არ ღირდა და ბრალდების მხარის მიერ ის დათმობა, რაზეც წავიდა, ალექსანდრე გოგოლაძისთვის მისაღები იყო, მისთვის თავისუფლებაში, მის ოჯახთან ყოფნა მნიშვნელოვანია. გარკვეული პერიოდის წინ, ჩვენ გვქონდა საუბარი 1 წელ რეალურ სასჯელზე, ამ პირობას არ დავეთანხმეთ, დღეის მდგომარეობით პირობა ასეთია, დაუყოვნებლივ გათავისუფლდება სხდომის დარბაზიდან, შესაბამისად, შემოთავაზება მისაღები იყო და დაეთანხმა.

პროკურატურისგან ეს დათმობა და კეთილი ნება იყო, რაც მისასალმებელია“, – განაცხადა ჭოჭუამ.

ცნობისთვის, საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე ბრალდებულ კიდევ 8 პირს გაუფორმდება. ამჯერად საქმე ეხება კიდევ ერთ ეპიზოდს. აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებული 15 პირიდან საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე არ უფორმდება 7 პირს – ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს და დავით სტურუას. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ შემდეგ პირებს: ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პროკურატურამ, საპროცესო შეთანხმების გაფორმება, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული სხვა 7 პირის მიმართაც დაადასტურა. აღნიშნულ შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ: ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძესა და თემურ ქურციკიძეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ამასობაში, დიდი ალბათობით, უვიზო მიმოსვლას დეკემბერ-იანვარში ჩამოგვართმევენ…” – რას წერს ნიკა გვარამია
  • დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
  • სავარაუდო მიზეზად ადგილობრივები ნარკოტიკს ასახელებენ – ახალი დეტალები ხილიანზე მდებარე ბინაში ნაპოვნი გარდაცვლილების შესახებ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge