Friday, June 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

June 5, 2026
გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტებს შეგახსენებთ, რომ 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდის ვადა დღეს, 5 ივნისს, 18:00 საათზე იწურება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაცით, კონკურსში მონაწილეობის საფასური 10 ლარს შეადგენს.

„რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მიმდინარეობს. საფასურის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.

საფასურის გადახდის შემდეგ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციის პროცესი 8 ივნისის 18:00 საათამდე უნდა დაასრულონ. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებს სთავაზობს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების ან არსებული დაფინანსების გაუმჯობესების შესაძლებლობას.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, არ გადადონ პროცედურების შესრულება და გაითვალისწინონ დადგენილი ვადები. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ამასობაში, დიდი ალბათობით, უვიზო მიმოსვლას დეკემბერ-იანვარში ჩამოგვართმევენ…” – რას წერს ნიკა გვარამია
  • დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
  • სავარაუდო მიზეზად ადგილობრივები ნარკოტიკს ასახელებენ – ახალი დეტალები ხილიანზე მდებარე ბინაში ნაპოვნი გარდაცვლილების შესახებ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge