Friday, June 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

FBI-ის ძებნილი რუსეთის მოქალაქეა – რას ედავება შტატების გამოძიება ქალს, რომელიც თბილისის აეროპორტში დააკავეს?

June 5, 2026
FBI-ის ძებნილი რუსეთის მოქალაქეა – რას ედავება შტატების გამოძიება ქალს, რომელიც თბილისის აეროპორტში დააკავეს?

ინტერპოლის მიერ ძებნილი ქალი, რომელიც თბილისის აეროპორტში დააკავეს, რუსეთის მოქალაქეა – მის უფლებებს ადვოკატი ბექა ნემსიწვერძე იცავს. როგორც უფლებადამცველი ამბობს, ქალის წინააღმდეგ ამერიკაში კითხვები სანქცირებული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტთან აქვთ და აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება (საუბარია საავიაციო ნაწილების დეტალების იმპორტ-ექსპორტზე).

უფლებადამცველის მტკიცებით, ძებნილი ქალი საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოვიდა. როგორც ბექა ნემსიწვერიძე ირწმუნება, ქალმა თბილისის აეროპორტში გაიგო, რომ მის წინააღმდეგ ამერიკაში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.

“დაკავებული არის ერთი ადამიანი, რომელიც ინტერპოლის მიერ არის ძებნილი. გახლავთ რუსეთის მოქალაქე. მის მიმართ არსებობს ამერიკაში კითხვები სანქცირებული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებით და აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. შესაბამისად აშშ-ის მოთხოვნის შესაბამისად იქნა ეს ადამიანი ჩასმული ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში. გუშინ ჩამოფრინდა საქართველოში და დაკავებული იქნა თბილისის აეროპორტში. მისთვსი ეს მოულოდნელი იყო, რადგან არ იყო ცნობილი ამერიკაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესახებ და არც იმის შესახებ იყო ცნობილი, რომ ის იყო ძებნილი ინტერპოლის ხაზით. საუბარი არის საავიაციო ნაწილების დეტალების იმპორტ-ექსპორტზე.

არანაირ კავშირშია (საქართველო) – საქართველოში უბრალოდ ტურისტული მიზნით ჩამოფრინდა და აეროპორტში გაირკვა, რომ თურმე ინტერპოლით იძებნებოდა”, – ამბობს ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის აეროპორტში დააკავეს ქალი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო.

უწყების ცნობით, ქალი ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობისა და თანამონაწილეობის, დანაშაულებრივი შეთქმულებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვერავინ დაასახელებს ფაქტს, რომ ხელისუფლებამ რომელიმე მედიის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯი გადადგა” – გიორგი გაბუნია
  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge