გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების ცემის საქმეზე პროკურატურამ დაცვის მხარეს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინა. შესაბამისად, ადვოკატებს მტკიცებულებებზე საჯაროდ საუბარი აღარ შეუძლიათ.
გაუთქმელობაზე ხელმოწერას მოჰყვება თუ არა სასამართლოს სხდომების დახურვა? – პროკურატურაში ამბობენ, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია, ჯერ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, ტარდება ექსპერტიზები და ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიაჩნიათ გაუთქმელობაზე ხელმოწერა. ნაცემი მოქალაქეების ადვოკატისთვის გაუგებარია, რა გახდა მოტივი ამ აკრძალვის, რადგან მთავარი მტკიცებულება – კადრები საჯაროა.
გაუთქმელობაზე ხელი ყველა ადვოკატს არ აქვს მოწერილი – “პირველების” ინფორმაციით, დაკავებული პოლიციელის ადვოკატს პროკურატურა არ დაკავშირებია. რა პოზიცია ექნებათ დაკავებულ პოლიციელებს? – ძალადობაში მხილებულები პირველ სხდომას არ დაესწნენ, მოითხოვენ თუ არა პროცესების დახურვას, ეს ჯერჯერობით, უცნობია.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ გაუთქმელობის ვალდებულება მხარეებს არათაბარ პირობებში აყენებს. მა მიაჩნიათ, რომ პროკურატურა ამ გზით გახმაურებული საქმეების მიჩქმალვას ცდილობს.
