მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი ეკა ბესელია პალიტრას ეთერში აცხადებს, რომ მამუკა მდინარაძემ Whatsapp-ში შეცდომით გაუგზავნა მის წინააღმდეგ მომზადებული მესიჯი.
“ჩემთან ვათსაფში გამოაგზავნა [მესიჯი] მდინარაძემ, მაშინ იყო ფრაქციის ხელმძღვანელი პარლამენტში. შეეშალა, აგზავნიდა სხვა ჯგუფებში ჩემს წინააღმდეგ მომზადებულ რაღაც საშინელ მესიჯს. მე გამომიგზავნა შეცდომით, ესეც ხომ პირდაპირი მტკიცებულება იყო, ისედაც ვიცოდი, რას გამომაპარებდნენ და ძალიან კარგად ვიცოდი, როგორ იგეგმებოდა ასეთი შეტევები. ამისთვის მე მზადაც ვიყავი ფსიქოლოგიურად… [მესიჯში] ეწერა ჩემი პოზიცია, მე ხომ მაშინ სასამართლოს რეფორმის ჩავარდნის გამო და მოსამართლეების უვადოდ არჩევის სიის გამო გადავდექი თანამდებობიდან და ამის შემდეგ დაიწყო ეს შეტევები. ასეთი მესიჯი იყო: ჩემი პოზიციებით, რომ ენმ-ს პოზიციებს ვუმაგრებ, შეურაცხმყოფელი ეპითეტები… რა თქმა უნდა, დავუბრუნე პასუხი მდინარაძეს და ვუთხარი: გინდა, რომ მოგეხმარო და გავავრცელო ეს მესიჯი-მეთქი? დაიწყო თავის მართლება, საწყლად…ჩემთან საწყლად იმართლებდნენ თავს ეგეც და კობახიძეც…” – ამბობს ეკა ბესელია.
