დადებითად ვარ განწყობილი – ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრიდან გამოსულებს საბოლოო დასტური გვექნება იმასთან დაკავშირებით, რომ მედიკამენტები შემოვა, – ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის დედამ, თაკო გოგალაძემ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე განაცხადა.
მისი თქმით, იმედი აქვთ, რომ კონკრეტული და დადებითი პასუხი დაიდება.
„დადებითად ვარ განწყობილი. იმედს ვიტოვებთ და არ გვინდა, რომ იმედგაცრუებულები გამოვიდეთ და ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრიდან გამოსულებს საბოლოო დასტური გვექნება იმასთან დაკავშირებით, რომ მედიკამენტები შემოვა.
შევდივართ იმედით, რომ იქიდან გამოვალთ უკვე ისე, რომ საეჭვო პასუხები აღარ გვექნება. იმედი გვაქვს, ერთი კონკრეტული და ასე დადებითი პასუხი დაიდება, რომ ჩვენი შვილების სიცოცხლე გადარჩება და მედიკამენტი უმოკლეს დროში შემოვა”, – განაცხადა თაკო გოგალაძე.
კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი მედიკამენტებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხს იტყვის, თაკო გოგალაძემ უპასუხა:
„ყოველ შემთხვევაში, ხელშესახები პასუხი უნდა გვქონდეს უკვე. მეორე შეხვედრაა, მედიკამენტი შემოდის თუ არა – უნდა ვიცოდეთ ნამდვილად.“
ცნობისთვის, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, 17:00 საათზე კი ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება.
