დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებსა და ირაკლი კობახიძეს შორის დღეს შეხვედრა გაიმართება.
როგორც დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, 16:00 საათზე დაიწყება.
„დღეს, 4 ივნისს, 16:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიაში, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძესა და დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის პირველი შეხვედრა გუშინ, 3 ივნისს გაიმართა.
