ბატონო რომეო, როგორ ფიქრობთ, ქართველებს კომუნისტები რომ დაემხოთ, ჰქონდათ უფლება? – ამ სიტყვებით მიმართა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს ბაჩო ახალაიამ, რომელსაც ივანიშვილის დახმობის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ასამართლებენ.
ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით გაიმეორა, რომ ხელისუფლების დამხობა მიაჩნია ერთადერთ გზად ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.
სასამართლოში ვესაუბრებოდი მოსამართლეს, ორ პროკურორს, ვის წინაშეც წარმოვთქვი ეს სიტყვები. შემდეგ სუს-ში აღმოაჩინეს, რომ ეს იყო დარღვევა, ესაა ჩემთვის მთავარი არგუმენტი, რატომაა დასამხობი ეს ხელისუფლება – განაცხადა ახალაიამ.
“თქვენ წარმოდგინეთ, მე სასამართლოში ვესაუბრებოდი მოსამართლეს, ორ პროკურორს, ვის წინაშეც წარმოვთქვი ეს სიტყვები. შემდეგ სუს-ში აღმოაჩინეს, რომ ეს იყო დარღვევა. ესაა ჩემთვის მთავარი არგუმენტი, რატომაა დასამხობი ეს ხელისუფლება. მე აბსოლუტურად სერიოზულად ვუდგები ამ საქმეს. ბრალს ვეთანხმები თუ არა არ ვიცი-თქო იმიტომ ვთქვი, რომ ხელისუფლების დამხობა მიმაჩნია ერთადერთ გზად ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.
კანონმდებლობით ხელისუფლების დამხობა არაა დანაშაულის შემცველი. ხვალ რომ დაამხოს ვინმემ, ზეგ დილით ვერავინ გაასამართლებს ამაზე. 11 წლის ვიყავი საბჭოთა კავშირი რომ დაირღვა.
ბატონო რომეო როფორ ფიქრობთ – 23/24/25 წელს ქართველებს კომინისტები რომ დაემხოთ ჰქონდათ უფლება? რა თქმა უნდა ჰქონდათ. მე ვთქვი რომ ხელისუფლება უნდა დაემხოს. ამის უფლება გვაქვს კანონით მონიჭებული. ეს ჩვენი ბუნებით მონოჭებყლი უფლებაა. ვინც ვთქვით რომ დიქტატურა უნდა დავამხოთ, ეს ჩვენი უფლებაა.
ბელორუსელ ნაცნობთან მქონდა კომუნიკაცია და იმასაც ვუთხარი ,უნდა დაამხოთ ლუკაშენკო, სხვა გამოსავალი არ არის-თქო.
რატომ გამოწვია ამან სისხლის სამარათლის პასუხისმგებლობა იცით? იმიტომ რომ პოლიტიკური დღის წესრიგში ეს არ დგას. ყველას ესმის რომ ეს არის დიქტატურა. თუ დაელაპარაკე ვინმეს, ყველა გეტყვის ეს კაცი (ივანიშვილი) ისე არ წავა. აი ვინმეს თუ ესაუბრები ყველა გეტყვის ისე არ წავა
ამაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება ნორმა გახდა. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ტერმინის გამოყენება არ დაუშვას. ყველაფერი იწყება საუბრით. ჩვენ ასე ვიცხოვრეთ 70 წელზე მეტი. მეორე მხრივ არის შიში საზოგადოებაში. თუმცა გვავიწყება რომ მშვიდობიანი დამხობა იყო 2003 წელს.
საზოგადოებაში არის კონსესუსი რომ არ გავქვს სასამართლო. რომ ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ. ფბზე დაწერის გამო იჭერენ. არჩევნები არ არსებობს. თუ ხალხი ამას კარგად დააკვირდება, მიხვდება, რომ დამხობა ერთადერთი გზაა”, – განაცხადა ახალაიამ.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაის წინააღმდეგ საქმე საგამოძიებო უწყებამ სასამართლოზე გაკეთებული განცხადების გამო აღძრა.
