Thursday, June 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვიზების გაყალბების საქმეზე ბრალდებულია ცოლ-ქმარი – პროკურატურა დამნაშავეთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს

June 4, 2026
ვიზების გაყალბების საქმეზე ბრალდებულია ცოლ-ქმარი – პროკურატურა დამნაშავეთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს

ქმარს გირაო, ცოლს პატიმრობა – გაყალბებული ვიზების საქმეში ბრალდებული ორი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. დღეს თამაზ გურჩიანმა სხდომათა დარბაზი 15 ათას ლარის გირაოს სანაცვლოდ დატოვა, მაგრამ ციხეში გაუშვეს მისი ცოლი, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, გამოძიებასთან “გულახდილი არ არის”. რაც შეეხება კაცს, პროკურატურის თქმით, მან სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან.

დღეს დაუსწრებლად ორ თვიან პატიმრობაში გაუშვეს ასევე ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი პირი, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან.

პროკურატურა ყველა ბრალდებულს მოუწოდებს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლონ. სახელმწიფო მბრალდებლის თქმით, გაყალბებული ვიზების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ამიტომ არ არის გამორიცხული, დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს.

“ქალბატონი ბოლომდე გულახდილი არ არის გამოძიებასთან. როგორც მოგეხსენებათ საქმე ეხება მასშტაბურ, ორგანიზებულ ჯგუფს, სადაც მიმდინარეობს არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესაბამისად, ამ დანაშაულში მონაწილე პირთა წრე გაიზარდოს. შესაბამისად მისი გულახდილობაც დაკავშირებულია ამასთან, თავს იკავებს საქმის დეტალებზე საუბარზე. როლები განაწილებული იყო, თუმცა ხსენებული პირები ორგანიზებულად ჩადიოდნენ დანაშაულს, თუმცა დეტალებზე საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ.

როგორც მოგეხსენებათ საქმეში მონაწილეობს არაერთი პირი, რომლებიც ორგანიზებულად სჩადიოდნენ დანაშაულს. მათი დანაშაულებრივი საქმიანობა ერთადერთ მიზანს, კონკრეტულ პირებს გამოგონებული ისტორიების საფუძველზე ვიზები თუ თავშესაფრები აშშ-ში. დეტალებზე – ვის რა როლი ჰქონდა, ამასთან დაკავშირებით ვერ ვისაურებ, ვინაიდან მოგეხსენებათ, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და შესაძლოა მონაწილე ფიგურანტთა წრე შეიძლება გაიზარდოს. ამასთან დაკავშირებით კონკრეტულმა მოწმეებმა მიაწოდეს გამოძიებას ინფორმაცია. თუმცა ბრალდებულის მეუღლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყო გულახდილი, იმდენად რამდენადაც მისი ქმრის”, – განაცხადა პროკურორმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ ვინ არიან სხვა პირები, ვისზეც პროკურატურა ცდილობს გასვლას და არიან თუ არა ისინი ზემდგომები? – პროკურორმა ასეთი პასუხი გასცა: “ზუსტად ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”.

ცნობისთვის, პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა.

საქმესთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული, ექვსი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. ქეისის შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, ე.წ. ქეისებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო.

სამეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მომდინარეობს, მათ შორის, თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება- გასაღების მუხლებით. დანაშაული ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირაკლი კობახიძესა და დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
  • “თუ ხელისუფლება ადამიანის ღირსებაზე ძალადობს, მაშინ ერთადერთი საშუალებაა დაამხო ეს ხელისუფლება” – ბაჩო ახალაია
  • რას პასუხობს მიქაუტაძის ადვოკატი საპროცესო გაფორმების შესაძლებლობაზე დასმულ შეკითხვას?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge