~უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ჩვენი ბიჭების მანქანა დარტყმის ქვეშ მოჰყვა. მანქანა მთლიანად განადგურებულია. რაც ყველაზე მთავარია – ოთხივე მებრძოლი გადარჩა. მათ მძიმე ჭრილობები მიიღეს, მაგრამ ცოცხლები გადარჩნენ. ბიჭებს რაც შეიძლება სწრაფ გამოჯანმრთელებასა და ძალების აღდგენას ვუსურვებთ.“ – წერს მამუკა მამულაშვილი.
