მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასები სტაბილურად მაღალია. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 464 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.57%-იან მატებას წარმოადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 73.38 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.22%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 392 ლარი ღირს, 750 სინჯის – 294 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 229 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.37 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.58 ლარი ღირს.
