Thursday, June 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პირველი ინსტანციის განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს – თუ პროკურატურა გამოხატავს მზაობას, რომ გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, განვიხილავთ, გააჩნია, რა პირობებით იქნება შემოთავაზებული” – რომეო მიქაუტაძის ადვოკატი

June 4, 2026
“პირველი ინსტანციის განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს – თუ პროკურატურა გამოხატავს მზაობას, რომ გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, განვიხილავთ, გააჩნია, რა პირობებით იქნება შემოთავაზებული” – რომეო მიქაუტაძის ადვოკატი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, რომელიც ცრა ეპიზოდშია მსჯავრდებული, მეორე ინსტანციის სასამართლოში ცხრავე ეპიზოდის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგომას ითხოვს. როგორც მისმა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ სააპელაციო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც მიქაუტაძის მიმართ დადგა, არის უკანონო, შესაბამისად, დაცვის მხარის მოთხოვნა მეორე ინსტანციაში უცვლელია.

ამასთან, ადვოკატის თქმით, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურას ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში განხილვისას მიმართა საპროცესო გაფორმების თაობაზე, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„პირველი ინსტანციის განაჩენი ყველა ნაწილში არის უკანონო და ის უნდა გაუქმდეს ცრავე ეპიზოდში. უნდა იქნას დადგენილი რომეო მიქაუტაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი ყველა ეპიზოდში, ეს არის ჩვენი მოთხოვნა.

რომეო მიქაუტაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის მზად არის აღიაროს დანაშაული, იმ შემთხვევაში, თუ მას შეეთავაზება საპროცესო შეთანხმება, თუმცა ჩვენ მივმართეთ პროკურატურას მისი მოთხოვნისამებრ და არანაირი პასუხი არ მიგვიღია. თუ პროკურატურა გამოხატავს მზაობას, რომ გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ, გააჩნია, რა პირობებით იქნება შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება. ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში მიმართა ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე, არ მიგვიღია არც უარყოფითი და არც დადებითი პასუხი“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე წარდგენილ ყველა ბრალდებაში – ცხრავე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, მას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლის ვადით.

მიქაუტაძეს ჩამოერთვა ქონება, კერძოდ კი, ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლები, როგორც მისი, ასევე მისი მეუღლის კუთვნილი სამი ავტომობილი და ამოღებული ნივთები. მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა „ნახიდურჰესის” 15%-იანი წილი.

გალუსტაშვილმა მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – „ფულის გათეთრებაში”, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

განაჩენის გამოცხადებას არც რომეო მიქაუტაძე და არც მისი ოჯახის წევრები არ დასწრებიან.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს.

პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი რამდენიმე ქმედების განხორციელებას ედავებოდა. კერძოდ კი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის – “ფულის გათეთრების” ერთ ეპიზოდს; სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 3 ეპიზოდს;

სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის 4 ეპიზოდს; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 1 ეპიზოდს.

რომეო მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, აღნიშნულში მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მას ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნულში მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით. აღნიშნულში მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტითაც, რაც უკანონო შემოსავლის უკანონო ლეგალიზაციას – “ფულის გათეთრებას” გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. აღნიშნულში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „პერსეპოლისის“ ავტორი მარჯან სატრაპი გარდაიცვალა
  • საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია
  • “ბატონო რომეო, როგორ ფიქრობთ, ქართველებს კომუნისტები რომ დაემხოთ ჰქონდათ უფლება?” – ახალაია მოსამართლეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge