Thursday, June 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბატონო პაპუნა, სხვას რომ ცემით მოკლავენ ეგ პოლიციელები შემდეგ ჯერზე, მერე იმის ბრალი იქნება, ვინც გაჩუმდა…სისტემას თავს თუ უხრი, შენც სისტემის ნაწილი ხდები” – რეზო კიკნაძე პაპუნა ლოცულაშვილს

June 4, 2026
“ბატონო პაპუნა, სხვას რომ ცემით მოკლავენ ეგ პოლიციელები შემდეგ ჯერზე, მერე იმის ბრალი იქნება, ვინც გაჩუმდა…სისტემას თავს თუ უხრი, შენც სისტემის ნაწილი ხდები” – რეზო კიკნაძე პაპუნა ლოცულაშვილს

პროევროპულ აქციაზე დაკავებული რეზო კიკნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გორში პოლიციელების მიერ ნაცემ პაპუნა ლოცულაშვილს მიმართავს:

“ბატონო პაპუნა, სხვას რომ ცემით მოკლავენ ეგ პოლიციელები შემდეგ ჯერზე, მერე იმის ბრალი იქნება, ვინც გაჩუმდა, როცა ვალდებული იყო ხმა ამოეღო. სისტემას თავს თუ უხრი, შენც სისტემის ნაწილი ხდები. ნაცემ სხეულზე უარესი, ნაცემი სული და დაკარგული ღირსებაა. ღირსება არ უნდა გაგიტეხონ, თორემ გატეხილი ნეკნი გამთელდება ადრე თუ გვიან… ჩმორებით სავსე ქალაქი” – წერს რეზო კიკნაძე.

27 მაისს გორიდან გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. საღამოს კი პირი, ვისზეც პოლიციელებმა იძალადეს – პაპუნა ლოცულაშვილი – დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენიმე საათში, ლოცულაშვილმა გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. პროკურატურამ 28 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდართან დაკავშირებით 6 პოლიციელი დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. 29 მაისს კი გორის რაიონულმა სასამართლომ ექვსივე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ლოცულაშვილმა 31 მაისს სოციალურ ქსელში დაწერა: “მინდა მივმართო იმ ადამიანებს , ვინც ამ ამბით სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და ჩემი ამბით გამოჩენა უნდა ნუ გამოიყენებთ ჩემს მდგომარეობას თქვენს სასიკეთოდ სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი რაც მოხდა მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის რომ დაუსჯელი არავინ დარჩება , ვინც ასე მოიქცევა.”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რეპრესიული, პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება განსხვავებული აზრის დევნისა და ძალაუფლების განმტკიცების პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება” – საია
  • “დამნაშავე ვარ თუ არა, არ ვიცი” – ბაჩო ახალაია ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე
  • ვიზების გაყალბების საქმეზე ბრალდებულია ცოლ-ქმარი – პროკურატურა დამნაშავეთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge