მაშველები მტკვარში გადავარდნილ ავტომობილსა და მის 36 წლის მძღოლს მეორე დღეა ეძებენ. ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ – სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ასზე მეტი მაშველია ჩართული.
კაცი, რომელსაც ეძებენ, 36 წლის რაჟდენ ჩინჩალაძეა. ის ჭიათურიდან, სოფელ ითხვისიდანაა წარმოშობით და თბილისში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა 2 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მანქანა მდინარეში გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი უკნიდან ძლიერი შეჯახება იყო.
ფოტოს ambebi.ge ავრცელებს.
