Thursday, June 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2024-2025 სასწავლო წელს, მოსწავლეების ფსიქოლოგიური დახმარების 5924 შემთხვევა აღირიცხა, 2025-2026 სასწავლო წელს, მაისის მდგომარეობით კი – 5685 შემთხვევა

June 4, 2026
2024-2025 სასწავლო წელს, მოსწავლეების ფსიქოლოგიური დახმარების 5924 შემთხვევა აღირიცხა, 2025-2026 სასწავლო წელს, მაისის მდგომარეობით კი – 5685 შემთხვევა

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში რეაგირებისთვის 2024-2025 სასწავლო წელს სულ 5924 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო 2025-2026 სასწავლო წელს (14 მაისის მდგომარეობით) – 5685 შემთხვევა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

მათივე ცნობით, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრები წარმოდგენილია, საქართველოს მასშტაბით, 13 ლოკაციაზე.

„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო), მთელი საქართველოს მასშტაბით, ფსიქოსოციალურ მომსახურებას სთავაზობს საგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს.

მოსწავლეებთან მუშაობის ფარგლებში, ცენტრი, საჭიროებისამებრ, მუშაობს ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ სუბიექტთან. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიზიტებს, როგორც გეგმურს, ასევე, კრიზისულს. ვიზიტის ტიპი დამოკიდებულია საგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებაზე და ეს შესაძლოა იყოს საკონსულტაციო, პრევენციული, საინტერვენციო, შემთხვევის შეფასებისათვის განკუთვნილი და ა.შ.

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრები წარმოდგენილია, საქართველოს მასშტაბით, 13 ლოკაციაზე (თბილისი – 2, საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ახალციხე).

2024-2025 სასწავლო წელს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში, რეაგირებისთვის სულ შემოვიდა 5924 შემთხვევა. ხოლო, 2025-2026 სასწავლო წელს (14 მაისის მდგომარეობით) – 5685 შემთხვევა.

აქვე აღსანიშნავია, რომ გარდა მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებისა, საჯარო სკოლებში ასევე დასაქმებული არიან ფსიქოლოგები მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რომეო მიქაუტაძე გამამტყუნებელ განაჩენს მეორე ინსტანციის სასამართლოში ასაჩივრებს
  • “2026 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეადგინა” – საქსტატი
  • ლაშა ფარულავამ ხელისუფლებას მოუწოდა, დაასახელონ კონკრეტული ადამიანები, ვინც „ბიტკოინ-მაინინგის“ ქსელის უკან დგანან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge