სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მი გეგმებს უზიარებს. “ფეისბუკ” პოსტში ის აღნიშნავს, რომ გადაცემის გაკეთებას გეგმავს, რომელსაც “აღმომაჩინე” ერქმევა.
“ჩემი საკუთარი გადაცემის გაკეთებას ვაპირებ, სახელად “აღმომაჩინე”. იდეა შემდეგშია: მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველ კვირას შევარჩევ ერთ ოჯახს და კვირაში 4 დღის განმავლობაში ამ ოჯახთან ერთად ვიქნები. განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა, სიმდიდრისა თუ სიღარიბისა, სადაც ვიქნები იქ გავიზიარებ ცხოვრების იმ სტილს, რომელშიც ცხოვრობს თავად ოჯახი. მივეხმარები საქმეში, გავიზიარებ მათ საკვებს, დავიძინებ მათ სახლში. გადაცემის მიზანია საზოგადოებრივი ცხოვრების არეკვლა და იმ გულწრფელობის სიღრმეებში ჩასვლა, რომელიც როგორც წესი კამერებში არასდროს არ ჩანს. ამ გადაცემის მეშვეობით ჩვენ ერთად აღმოვაჩენთ ადამიანებს და იმ საინტერესო საკითხებს, რომელიც ჯერ აღმოუჩენელია.” – წერს დომენიკ მანგო