საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე ეძებენ ავტომობილს და მასში მყოფ, სავარაუდოდ, ერთ ადამიანს, რომელიც გასულ ღამეს მტკვარში გადავარდა.
შეგახსენებთ, ავტომობილი მტკვარში გასულ ღამეს გადავარდა. შემთხვევა გალაკტიონის ხიდზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში ერთი ადამიანი იმყოფებოდა.
