„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ აშშ-მ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ნათელაშვილის თქმით, ვაშინგტონის მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები შემრიგებლურ ტონს შეიცავს, რაც, მისი შეფასებით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას არ შეესაბამება. ნათელაშვილი ტრამპის ადმინისტრაციას „MEGOBARI აქტის“ მიღების, ივანიშვილისა და მისი გუნდის სრულად დასანქცირებისა და მათ წინააღმდეგ დამატებითი სამართლებრივი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს.
“მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ს სახელმწიფოს, ჩვენს მეგობრებს ვაშინგტონიდან, რომლებმაც გაიზიარეს ათეული წლის წინ “ლეიბორისტული პარტიის” მიერ დაწყებული ბრძოლის პრინციპები ივანიშვილის გაურდაუვალ დასანქცირებაზე და ქართველი ხალხის ბრძოლით დარწმუნედნენ, რომ ეს იყო სწორი ვერდიქტი და დღეს დიქტატორი ოლიგარქი ამერიკეული სანქციების ქვეშ იმყოფება როგორც რუსული იმპერიალიზმის მოკავშირე და სატელიტი. მან ვერაფრით მოახერხა აღნიშნული პასუხისმგებლობიდან გამოძრომა მიუხედავად ათასი ხვრელისა, რასაც მიედ-მოედება ეს წლებია.
ალბათ შემაჩნიეთ, რომ ბოლოს დროს, გარკვეულწილად, აშშ-ს წარმომადგენელთა განცადებებში გამოჩნდა შემრიგებლური ტონი, რაც პირდაპირ ვიტყვი, არასასიმოავნოა და მეგობრებში ყველაფერი უნდა ითქვას დროზე და პირში, რატა მერე არ გაფუჭდეს საქმე და არ დაგვიანდეს გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ბოლოს გაკეებული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებისა, რომლებიც დაბალი დონეა ჩინოვნიკურ იერარქიაში, მაგრამ შემთხვევით არსად არაფერს ლაპარაკობენ მითუფრო ვაშინგტონში, სადაც მოწოდებაა პირდაპირ, რომ კონსტრუქციულები ვიყოთ და დემოკრატიულ ინსტიტუტებშ მივიღოთ მონაწილეობა ივანიშვილისა. სად დარჩა დემოკრატიული ინსტიტუტი? არსებობს მხოლოდ ქოცდიქტატურა პუტინის დირიჟორობით მოსკოვიდან და ყველა დანარჩენი დემოკრატიული ინსტიტუტები განადგურებულია, ნაწილი ციხე, ნაწილი გაქცეული, ნაწილი პირამოკერილი, საბრალდებო სკამებზე, ციხეებში…
პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვადა აღინიშნა ივანიშვილის გადარჩენით. სწორედ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევით ჩაიშალა ის ცნობილი ფანჩატურის ბოიკოტი, პარლამენტში შეყარეს ოპოზიცია, 2020 წლის არჩევნები ცნობილი იქნა კანონიერად და დღემდე ეს უზარმაზარი ბოროტება აწუხებს ამერიკას და დემოკრატიულ მსოფლიოს, რომელიც მაშინ გადარჩა გაჭყლეტას და გასრესვას.
მეორე ვადა პრეზიდენტ ტრამპის, სამწუხაროდ, აღინიშნა იმით, რომ შეჩერდა უკვე მიღებული სენატში მეგობარი აქტი, რომელიც იყო საქართველოს თავისუფლების დეკლარაცია, გაურკვეველი მიზეზბით, თუმცა ვიცით, რა მიზეზით შეჩერდა და მერე მთლად სასწუალი შევიტყვეთ, როდესაც, რამდენიმე კვირის უკან, ტრამპის საოჯახო სამშენებლო კომპანია კონტრაქტი გააფორმა ამერიკის მიერ დასანქცირებულ ივანიშვილის ფონებთან და კრიმნალ პარტნიორებთან ტრამ თაუერის მშენებლობაზე იპოდრომზე. ეს უკვე აღარაფერს ჰგავს თუ დავამატებთ ამერიკის ზოგიერთი წარმომადგენლის შემრიგებლურ განცხადებებს.
მე მინდა, ყველამ იცოდეს, საქართველო არ არის სავაჭრო კომერციული ფართი, საქართველო არ არის შარგზა. საქართველო არის უძველეი, ხელშეუხებელი, ამაღლებული ცივილიზაცია, რომელმაც ძალან ბევრი ეპოქა გამოიარა გამარჯვებით და ამასაც გაივლის.
ყოველგვარი რევერანსები რეჟიმის მიმართ აძლიერებს პრორუსულ დიქტატურას და აძლიერებს პუტინს რეგიონში. და, პუტინი იქნება მასპინძელი ისევ ამერიკისთვისაც და ებროპისთვისაც თი დარჩა ივანიშილის რეჟიმი.
ჩვენ ველოდებით პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისგან ძალიან მარტივ გადაწყვეტილებებს მისთვის; მეგობარი აქტის მიღებას სენატში, ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, მისი დეპუტატების, მისი მინისტრების, მისი კლანის წევრების სრულ დასანქცირებას, რომ მათ დატოვონ ქონება, საბანკო ანგარიშები ამერიკის სივრცეში, ასევე აეკრაძალოთ გადაადგილება, ჩამოართვან ბინები და გამოყარონ კინსიწკვრით მათი ოჯახის წევრები ფეშენ აპარტამენტებიდან, რომლებიც ფლორიდაში და კალიფორნიაშია განლაგებული. ასევე ველოდებით ივანიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას, საერთაშიროს საპოლიციო გზით მის დაკავებას და საერთაშორისო ტრიბუნაზე ან ამერიკის მართლსამჯულების სისტემაში წარდგენას, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
