Wednesday, June 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილმა ქალმა 8 სართული ირბინა და შველას ითხოვდა – ახალი დეტალები

June 3, 2026
ფულის გამოძალვა ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის „ფოლადას“ სახელით – დაკავებულია 2 პირი

ცოლის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ბერიძე სასამართლომ წინასწარ, ორთვიან პატიმრობაში გაუშვა – 31 წლის კაცს პროცესზე დუმილი არ დაურღვევია. მას დღევანდელ სხდომაზე არც უფლებადამცველი ჰყოლია.

საქმის მასალების მიხედვით, ქალს აეროპორტის დასახლებაში ყოფილმა მეუღლემ საკანცელარიო დანით დაზიანებები ყელის და კიდურების არეში მიაყენა.

საქმის პროკურორის მონაყოლით ირვევა, რომ დაჭრილმა ახალგაზრდა ქალმა 8 სართული ფეხით ირბინა და შველას ითხოვდა. სწორედ ამის შემდეგ გამოიძახეს ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

“მოცემულ საქმეზე მოიპოვება როგორც მოწმეთა გამოკითხვსი ოქმები, ასევე ნივთიერი მტკიცებულებები და საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, რითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა. დღეის მდგომარეობით დაზარალებული იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული დაზიანებები, როგორც კისრის არეში, ასევე ორივე კიდურში – ეს არის ჭრილობების სახით და ასევე დაჟეჟილობების სხეულზე.

საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ დაზარალებულმა შეძლო გაქცევა, თავს უშველა და ჩავიდა კორპუსის ეზოში, რა დროსაც უხმო ხალხს დასახმარებლად და შემდგომ უკვე გამოძახებულ იქნა 112 და ასე შეძლო მან თავის დაღწევა”, – ამბობს პროკურორი.

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში,აეროპორტის დასახლებაში ორი დღის წინ მოხდა. 30 წლის ქალს დაზიანებები ყელის არეში საკანცელარიო დანით ყოფილმა ქმარმა მიაყენა.

ქალის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება. მეზობლები ამბობენ, რომ ორი დღის წინ, ყოფილმა მეუღლემ ქალი სახლში მოტყუებით ამოიყვანა და სწორედ საკუთარ სახლში მიაყენა დანით დაზიანებები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ახლა, მთავარია ბავშვებმა წამალი მიიღონ – ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება ბავშვებს იმედს კვლავ არ გაუცრუებს” – ქეთევან ბაკარაძე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge