სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, მოკლული თეა ხარგელის საქმეზე დაკავებული პირი გარდაცვლილის შვილის ნათლია, მერაბ ჭითავაა.
მოკლულის მამა “ტვ პირველთან” ჰყვება, რომ უკვე დასაძინებლად იწვა, როდესაც გასროლის ხმა გაიგო.
“9-10 საათი იქნებოდა ჩემ შვილს რომ ვუთხარი დასაწოლად წასულიყო. კარის ხმა რომ გავიგე, მალევე თოფის გასროლის ხმა მოჰყვა, გარეთ რომ გამოვედი ძირს ჩემი ქალიშვილი ეგდო, სისხლში ცურავდა, ჭიშკრისკენ რომ გავიხედე კარი ღია იყო და ვიღაც კაცი გარბოდა, შემდეგში გავიგე, რომ ეს ჩემი შვილიშვილის ნათლია მერაბ ჭითავა იყო.
ვითხოვთ, რომ მაქსიმალურად დაისაჯოს ეს ადამიანი,” – ამბობს დაღუპული ქალის მამა.
დაკავებული კაცის, მერაბ ჭითავას დედის თქმით, თავდამსხმელი პოლიციას თავისით ჩაბარდა.
“მოვიდა წუხელ, დაწვა საბანში და მერე არაფერი არ ვიცი. ადგა, მანქანით უნდოდა ჩაბარება და მერე არაფერი ვიცი. ხო, ჩემი შვილია. წუხელ დააკავეს და ვსო. სახლიდან წაიყვანეს, თავისით ჩაბარდა. ისეთი შვილი არ არის, რომ ეგ გაეკეთებინა, ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს,” – ამბობს დაკავებულის დედა.
