Monday, June 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილის შესახებ პენიტენციური სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს

June 1, 2026
მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილის შესახებ პენიტენციური სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, 29 წლის პატიმარმა 2026 წლის პირველი აპრილიდან დაიწყო შიმშილობა და უარს ამბობდა საკვების მიღებაზე.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, პატიმარი ამჟამად “ვივა-მედშია” მოთავსებული. უწყება წერს, რომ მიუხედავად არაერთგზის შეთავაზებისა, ტატუნაშვილი საკვების მიღებასა და სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარებაზე უარს აცხადებდა, რაც, პენიტენციური სამსახურის თქმით, შესაბამისად, შეუძლებელს ხდიდა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.

“სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სურს, გამოეხმაუროს მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილს განსაზღვრული ჰქონდა საშიშროების მაღალი რისკი და სასჯელს იხდიდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში.

მსჯავრდებულმა ნოდარ ტატუნაშვილმა 2026 წლის პირველი აპრილიდან დაიწყო შიმშილობა, უარს ამბობდა საკვების მიღებაზე და იღებდა მხოლოდ სითხეს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პაციენტი თუ გონებაზე იმყოფება, თავად განსაზღვრავს როგორც საკვების მიღების, ისე შესაბამისი მკურნალობის ჩატარების საკითხს. მსჯავრდებული უარს აცხადებდა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებასა და ვიტალური პარამეტრების კონტროლზე. ამასთან, აპრილში მას შეეთავაზა №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, რაზეც უარი განაცხადა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მას არაერთხელ შესთავაზა სამოქალქაო სექტორის კლინიკაში მკურნალობის მიზნით გადაყვანა, რაზეც თავდაპირველად უარს აცხადებდა, საბოლოოდ, 2026 წლის 13 მაისს მოხერხდა მსჯავრდებულის დაყოლიება და მან თანხმობა განაცხადა კლინიკაში გადაყვანაზე.

2026 წლის 14 მაისს მსჯავრდებული ნოდარ ტატუნაშვილი შიმშილობის შედეგების მართვისა და სტაციონარული მეთვალყურეობის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის №3 პენიტენციური დაწესებულებიდან შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“. მსჯავრდებული გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად იყო კონტაქტური შიმშილობისგან ფიზიკურად დასუსტებული. მიუხედავად არაერთგზის შეთავაზებისა, საკვების მიღებასა და სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარებაზე ნოდარ ტატუნაშვილი უარს აცხადებდა, რაც, შესაბამისად, შეუძლებელს ხდიდა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება; იგი იმყოფება მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ”- წერს უწყება.

რამდენიმე დღეა პატიმრის ოჯახი დახმარებას ითხოვს. გასულ კვირას ნოდარ ტატუნაშვილის ნათესავები კლინიკა “ვივა მედთან” შეიკრიბნენ.

პატიმრის ახლობლები ირწმუნებიან, რომ კლინიკაში შეყვანიდან ერთ კვირაში პაციენტი კომაში ჩავარდა და ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

ნოდარ ტატუნაშვილი ბათუმის ციხიდან თბილისის ჰოსპიტალში მას შემდეგ გადმოიყვანეს, რაც შიმშილობის გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მსჯავრდებული ბათუმის ციხიდან თბილისის ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდა და სწორედ ამიტომ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
  • რუსეთმა ავიასაწვავის ექსპორტი აკრძალა
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge