მომღერალი ნინი ქარსელაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის ეთერს ესტურმა და გაიხსენა პერიოდი, როდესაც სოციალურ ქსელებში მას თავს ესხმოდნენ.
„მე მივმართე პროკურატურას რადგან რაღაც პერიოდში ისეთი თავდასხვა იყო ჩემზე და ისეთი მესიჯები მომდიოდა, მაშინ როდესც სოციალური ქსელი მქონდა, რომ გამომძიებელმა მომიბოდიშა. გამომძებელი იყო მამაკაცი და რომ მივიტანე ეს ამონაბეჭდი ჩემს მიმართ მოწეილი მესიჯების, ადამიანი ისე შეწუხდა რომ ვერც წაიკითხა, ბოდიში მომიხადა ამ სიტყვებს ვერც წავიკითხავო. „ფეისბუკი“ და ყველა სოციალური ქსელი იმდენად იცავს ანონიმურობას რომ ვერაფერს ვერ გავხდით, ამ ადამიანებს შესაბამისი პასუხიც კი ვერ გავეცით,“ – აცხადებს ქარსელაძე