კრასნოდარის მხარეში გუშნ რამით აფეთქებების ხმა ისმოდა – დრონით თავდასხმა განხორიცელდა არმავირის ნავთობბაზაზე. დარტყმების შედეგად ნავთობბაზის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
„დღეს ღამით, არმავირის სამრეწველო ზონაში, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად დაზიანდა Южная нефтяная-ს (სამხრეთის ნავთობის კომპანია) ობიექტი. ოპერატიული სამსახურების მონაცემებით, ნავთობბაზის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა“ – ნათქვამია ქალაქის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
გასულ ღამეს უკრაინელებმა ანექსირებულ ყირიმში ნავთობბაზას, ტაგანროგში კი პორტს დაარტყეს. შედეგად ტაგანროგში ტანკერსა და საწვავის რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა
