Tuesday, July 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ზახაროვა- EU-ს უხეში მცდელობების მიუხედავად, საქართველომ არჩევანი მრავალვექტორული პოლიტიკის სასარგებლოდ გააკეთა

May 30, 2026
ზახაროვა- EU-ს უხეში მცდელობების მიუხედავად, საქართველომ არჩევანი მრავალვექტორული პოლიტიკის სასარგებლოდ გააკეთა

მარია ზახაროვა “ქართული ოცნების” ნაბიჯებს აქებს – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელთა “უხეში მცდელობების მიუხედავად, თბილისისთვის მოსკოვის მიმართ კონფრონტაციული კურსი თავს მოეხვია, საქართველომ არჩევანი მრავალვექტორული პოლიტიკის სასარგებლოდ გააკეთა”.

“რაც შეეხება საქართველოს. მიუხედავად ცნობილი უთანხმოებებისა, ამ ქვეყანასთან ურთიერთობების განვითარებას პრაგმატიზმისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დაყრდნობით ვცდილობთ. იმ მდიდარი, პოზიტიური, შესანიშნავი და ღირსშესანიშნავი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც წარსულში გვქონდა.

ევროკავშირის წარმომადგენელთა უხეში მცდელობების მიუხედავად, თბილისისთვის მოსკოვის მიმართ კონფრონტაციული კურსის თავსმოხვევის, ანტირუსული სანქციების დაწესებისა და, მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარი ინტერესების დასავლეთის პოლიტიკური სიგიჟის სასარგებლოდ მსხვერპლად შეწირვის მიუხედავად, საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა აქტიურად ფართოვდება. გასულ წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 2,7 მილიარდ დოლარს მიაღწია. რუსეთიდან ტურისტების ნაკადმა 1,4 მილიონი ადამიანი შეადგინა. ჩვენი ქვეყანა საქართველოსთვის კვლავაც რჩება ძირითად საექსპორტო ბაზრად და ამავდროულად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქციის – ენერგომატარებლებისა და მარცვლეულის – წამყვან მიმწოდებლად.

ვცდილობთ შევქმნათ ყველა პირობა ჩვენი ხალხების შორის ჰუმანიტარული კონტაქტების განვითარებისათვის, რომლებსაც საერთო ღირებულებები, ხანგრძლივი ისტორიული და კულტურული კავშირები აერთიანებს”, – თქვა მარია ზახაროვამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროპის აეროპორტებში ბარგის პლასტიკური ფირით შეფუთვა აიკრძალება
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • “ნეიტრალური საქართველოს” წევრებმა სასამართლოში ჩვენებები კალასის, კოსის, ფონ დენ ლაიენის და დეგნანის წინააღმდეგ მისცეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge